ტორპედოელებმა სპორტკომპლექს "მარდანის" ფიტნესის დარბაზში ივარჯიშეს
ქუთაისიდან ტრაბზონამდე, უამინდობის გამო დამღლელი 10-საათიანი მგზავრობის შემდეგ, "ტორპედომ" დანიშნულების ადგილას თვითმფრინავით გაემგზავრა. ამის მიუხედავად, "ტორპედო" სასტუმროში დროულად განთავსდა და როგორც თურქეთში მყოფმა კლუბის პრესსამსახურის უფროსმა რამაზ ჩხიკვაძემ შეგვატყობინა, 21 იანვრის საღამოს 7-ის ნახევარზე პირველ ვარჯიშს შეუდგა.

ფეხბურთელთაგან ყველანი ჯანზე არიან და მწვრთნელთა დავალებებს პირნათლად ასრულებენ. დღეს დილით, ადგილობრივი დროით 11-ის ნახევარზე (თურქეთთან სხვაობა 2 საათს შეადგენს), 25-ვე ფეხბურთელი ფიზმომზადების მწვრთნელის ივო კატუშიჩის განკარგულებაში იყო.

ტორპედოელებმა სპორტკომპლექს "მარდანის" ფიტნესის დარბაზში ივარჯიშეს. დღეს 16 საათზე კი გუნდი მეორედ, უკვე მინდორზე ივარჯიშებს.

ცვლილებაა ანთალიურ შეკრებაზე, გუნდის პირველი საკონტროლო მატჩის მეტოქის მხრივ. როგორც გავიგეთ, უნგრული "ფერენცვაროში" თურქეთში მისაღებ ვადებში არ ჩამოდის, ამიტომ შეკრების ორგანიზატორებმა ქუთათურებს რუმინული "ბრაშოვი" შესთავაზეს.

ამრიგად, 25 იანვარს გია გეგუჩაძის გაწვრთნილებს, თურქული დროით 15 საათსა და 30 წუთიდან რუმინეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილზე მყოფი "ბრაშოვი" დაუპირისპირდება.

ცნობილია, რომ სპორტკომპლექს "მარდანში", "ტორპედოს" გარდა კიევის "არსენალი", მოსკოვის ცსკა-ს ახალგაზრდული გუნდი, ბაქოს "ნეფტჩი" და ზაქათალის "სიმურგია" დაბინავებული. გია გეგუჩაძეს "სიმურგის" ხელმძღვანელმა სერგეი იურანმა, ამხანაგური მატჩის გამართვა შეთავაზა.

ამჯერად განიხილება ზაქათალელებთან თამაშის 2 ვარიანტი - 25 იანვრის დილით, ან 26 იანვარს. ორივე შემთხვევაში, ტორპედოელთა ღირსებას ისინი დაიცავენ, ვისაც გეგუჩაძე "ბრაშოვთან" არ ათამაშებს.

ასევე მიდის მოლაპარაკებები "ტორპედოს" საკონტროლო შეხვედრების განრიგში თავისუფალი 3 თებერვლის შესავსებად. ქართულ გუნდთან თამაშის სურვილი გამოუთქვამს ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგიას". ეს გუნდი რუსეთის პირველ დივიზიონში ასპარეზობს, ამიტომ მეტოქის წარმომადგენლებმა უარი მიიღეს - გეგუჩაძის სურვილია, რომ შეკრება "ტორპედომ" უფრო ძლიერ გუნდთან თამაშით დაასრულოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 25-ის გარდა, თურქეთში გუნდი 28 იანვარს პოლონეთის "კორონას", ხოლო 1 თებერვალს სლოვაკეთის "ბანიკს" ეთამაშება.

fctorpedo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა