ახლო წარსულში სახელგანთქმული დანიელი მეკარე თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სამუნდიალო ასპარეზობით მეტისმეტად უკმაყოფილო დარჩა და საკუთარი მოსაზრება საჯაროდაც დააფიქსირა...

ახლო წარსულში სახელგანთქმული დანიელი მეკარე თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სამუნდიალო ასპარეზობით მეტისმეტად უკმაყოფილო დარჩა და საკუთარი მოსაზრება საჯაროდაც დააფიქსირა. პეტერ შმეიხელმა უმთავრესად, გუნდის მთავარი მწვრთნელი მორტენ ოლსენი და მისი საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკა.

"ჩვენმა ფეხბურთელებმა ამ ჩემპიონატზე ღირებული ვერაფერი შექმნეს, იგივე ითქმის მწვრთნელზეც, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში ოპტიმალური შემადგენლობა არ წაიყვანა. მან აქცენტი იმ ვეტერანებზე გააკეთა, რომელთაც წლებია, მაღალ დონეზე თამაში ვეღარ გამოსდით.

ოლსენის ადგილზე, თავის გამოჩენის შანსს ახალგაზრდებს მივცემდი, რომლებიც თამაშში მეტ დინამიკასა და ფანტაზიას შეიტანდნენ. ოლსენს მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცა კრისტიან ერიქსენისთვის. ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი გამოირჩევა ჩინებული ტექნიკითა და არასტანდარტული ქმედებებით, რაც ყველაზე მეტად აკლდა დანიის ნაკრებს.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მეგონა, რომ დანიის ნაკრები გუნდი-სიურპრიზი აღმოჩნდებოდა, რეალობა კი გულსატკენი აღმოჩნდა - დანია მსოფლიოს ჩემპიონატს უსახელოდ დაემშვიდობა. არ მესმის, როგორ წააგო ჩვენმა გუნდმა ასე უშანსოდ იაპონიასთან. როცა დანიის ნაკრებში ვთამაშობდი, არც მაშინ გვყავდა მსოფლიო კლასის ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ გუნდი ყოველთვის ბრძოლისუნარიანი იყო. ახლანდელი გუნდისთვის კი ბრძოლის სურვილიც არ შემიმჩნევია", - ამბობს შმეიხელი.

ლევან ჯანეზაშვილი

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა