სამთო-სათხილამურო სპორტი. მსოფლიოს თასი
გასულ უქმეებზე გაგრძელდა სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება. სლოვენიის კურორტ კრანსკა გორაში ქალებმა გიგანტურ სლალომში გამოავლინეს გამარჯვებული. პირველობა ფრანგმა ტესა ვორლიმ მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირველი ცდის ლიდერი ავსტრიელი ელიზაბეტ გიორგლი მეორე დაშვებისას ტრასაზე დაეცა.

ვორლიმ ნახევარ წამზე მეტი მოუგო მეორე ადგილზე გასულ იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს, მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორია რებენსბურგი, რომელმაც მეორე ცდაზე საუკეთესო დრო აჩვენა. ვორლისთვის ეს მეექვსე გამარჯვებაა (ექვსივე გიგანტურ სლალომში) მსოფლიოს თასის ეტაპებზე და პირველი თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ გიგანტური სლალომი არ არის მსოფლიოს თასის ჩათვლის ლიდერის, ამერიკელი ლინდსი ვონის სპეციალიზაცია (ამ დისციპლინაში პირველ გამარჯვებას მან მხოლოდ წელს მიაღწია), მეოთხე ადგილი მისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. მით უმეტეს, რომ ვონმა უკან ჩამოიტოვა გენერალურ კლასიფიკაციაში უახლოესი მდევარი, სლოვენიელი ტინა მაზე და საერთო ჩათვლაში მასთან უპირატესობა 296 ქულამდე გაზარდა.

გიგანტური სლალომი

1. ტესა ვორლი (საფ) - 2:03.02 (1:00.81+1:02.21); 2. ფედერიკა ბრინიონე (იტა) - 2:03.58 (1:01.11+1:02.47); 3. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:03.91 (1:01.40+1:02.51); 4. ლინდსი ვონი (აშშ) - 2:03.94 (1:01.38+1:02.56); 5. ტინა მაზე (სლოვენ) - 2:04.22 (1:01.48+1:02.74); 6. მარია რიში (გერ) - 2:04.27 (1:01.59+1:02.68)...

საერთო ჩათვლა

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 934; 2. ტინა მაზე (სლოვენ) - 638; 3. მარლის შილდი (ავსტრია) - 548; 4. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 516; 5. მარია რიში (გერ) - 506; 6. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 499...

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა შვეიცარიელმა მოთხილამურემ დიდიე კუშმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დიდი სპორტიდან წასვლას აპირებს. 37 წლის ვეტერანის ასაკის გათვალისწინებით, ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ კუშმა ავსტრიის ქალაქ კიტცბუელში დაამტკიცა, რომ კვლავაც კარგ ფორმაში იმყოფება და ისევ შეუძლია გამარჯვებაზე ფიქრი.

კუშმა კიტცბუელში სწრაფდაშვება მოიგო და რეკორდიც დაამყარა. ავსტრიულ კურორტზე მან მეხუთედ გაიმარჯვა ამ დისციპლინაში, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. წინა რეკორდსმენი იყო ავსტრიელი ლეგენდა ფრანც კლამერი, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ბრწყინავდა.

ფინიშის შემდეგ სწორედ მან მიულოცა პირველმა ეს წარმატება კუშს.

შვეიცარიელმა საკმაოდ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა. ბოლო საშუალედო ფინიშის შემდეგ ის ჩამორჩებოდა ავსტრიელ რომედ ბაუმანს, მაგრამ დისტანციის უკანასკნელი მონაკვეთი იდეალურად გაიარა და საბოლოოდ, 24 მეასედი წამი მოუგო მასპინძელს.

კუშმა სწრაფდაშვებაში მე-11 ტრიუმფს მიაღწია, სულ კი კარიერაში 19 გამარჯვება აქვს მოპოვებული მსოფლიოს თასის ეტაპებზე. სწრაფდაშვების ჩათვლაში დიდიე მხოლოდ 23 ქულით ჩამორჩება ლიდერსა და თანაგუნდელი ბიტ ფოიზს, რომელმაც ეს ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

სწრაფდაშვება

1. დიდიე კუში (შვეიც) - 1:13.28; 2. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 1:13.52; 3. კლაუს კრიოლი (ავსტრია) - 1:13.58; 4. იოახიმ პუხნერი (ავსტრია) - 1:13.64; 5. იოჰან კლერი (საფ) - 1:13.68; 6. ბიტ ფოიზი (შვეიც) - 1:13.73...

საერთო ჩათვლა

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 725; 2. ივიცა კოსტელიჩი (ხორ) - 695; 3. ბიტ ფოიზი (შვეიც) - 585; 4. აქსელ-ლუნდ სვინდალი (ნორ) - 508; 5. ტედ ლიჯეტი (აშშ) - 493; 6. ბოდე მილერი (აშშ) - 450...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა