გამოცემა "ევროჰოუპსმა" ქართველი ფორვარდის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა
გამოცემა "ევროჰოუპსმა" ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი დუდა სანაძის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და ინტერვიუც დაურთო.

პუბლიკაციას ჰქვია: "სანაძე, ახალი ქართული ტალღიდან".

"ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბარსელონამ" და "კანტუმ" ითამაშეს. იტალიურ გუნდში ქართველი კალათბურთელები - გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი გამოირჩეოდნენ. ისინი ჩამოყალიბებული მოთამაშეები არიან, თუმცა საქართველოში ახალი ნიჭიერი თაობა მოდის.

თორნიკე შენგელიას გვერდით 1992 წელს დაბადებულ დუდა სანაძეს გამოვარჩევდით, რომელმაც გასულ სეზონში კანარიული სკოლა გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა.

სანაძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და მატჩში საშუალოდ 29 წუთში 15.5 ქულას, 3.2 მოხსნას და 1.6 პასს აგროვებს. 2 წლის წინათ, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში დუდამ ბომბარდირთა შორის 18.7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გასულ ზაფხულს, ბოსნიაში, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

- რას მოელი მიმდინარე სეზონისგან?

- ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა.

- რას იტყვი შენი ქვეყნის პერსპექტიულ მოთამაშეებზე?

- საქართველოში ახალგაზრდა კალათბურთელებს ზრდისთვის კარგი შესაძლებლობა აქვთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უცხოელი მოთამაშეები მომრავლდნენ და მათგან ბევრ დადებითს ვითვისებთ.

- გარკვეული დრო კანარიის საკალათბურთო აკადემიაში გაატარე. რატომ გადაწყვიტე იქ გამგზავრება?

- იმიტომ, რომ მსურს, საბოლოოდ ამერიკაში წავიდე. ვიცი, კანარიის აკადემია ერთ-ერთი საუკეთესო საკალათბურთო სასწავლებელია ევროპაში და ამიტომაც გადავწყვიტე იქ ვარჯიში. სამწუხაროდ, ესპანეთში დიდხანს ვერ დავრჩი. სავიზო პრობლემები შემექმნა და სამშობლოში დავბრუნდი.

- რა შეიძლება ითქვას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შანსებზე, რომელსაც მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე უწევს თამაში?

- შემადგენლობა ისეთი ძლიერი არაა, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა