შარშან გიბრალტარის ფესტივალის მთავარი პრიზი უკრაინელმა ვასილი ივანჩუკმა მოიგო, ქალებში საუკეთესო ნანა ძაგნიძე იყო
გიბრალტარში დღეს საზეიმოდ გაიხსნება ტრადიციული - მეათე საჭადრაკო საერთაშორისო ფესტივალი (საპრიზო ფონდი 150.000 ევრო. გამარჯვებულისთვის - 20.000, მომდევნო ადგილებზე - 12.000, 10.000, 8.000, 5.000, სულ-12 პრიზი, ქალებისთვის - 10.000, 7.000, 5.000... სულ-10 პრიზი), რომლის მთავარ ტურნირში ("მასტერსი", შვეიცარიული სისტემით 10 ტურად) სხვადასხვა ქვეყნის 246 წარმომადგენელი იასპარეზებს, მათ შორის - 68 დიდოსტატი.

საქართველოს სპორტულ ღირსებას დაიცავენ ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები - არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი ნანა ძაგნიძე (2535), ლელა ჯავახიშვილი (2454), ნინო ხურციძე (2444) და სალომე მელია (2398). მათთან ერთად საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ 2700-იანთა კლუბის წევრები - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 2749), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2747), მაიკლ ადამსი (ინგლისი, 2724), ზოლტან ალმაში (უნგრეთი, 2717), იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2710), ალექსეი შიროვი (ლატვია, 2710); ქალებში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2605), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2589), 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონი ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2580), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2523), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი, 2491), ხანტი-მანსიისკის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2537) და სხვები. ასე რომ, გიბრალტარისთვის უშეღავათო პაექრობები იქნება.

შეგახსენებთ, რომ შარშან გიბრალტარის ფესტივალის მთავარი პრიზი უკრაინელმა ვასილი ივანჩუკმა მოიგო, ქალებში საუკეთესო იყო ნანა ძაგნიძე, რომელმაც ბოლო ტურში შავი ფიგურებით ინდოელი კრიშნან სასიკირანი დაამარცხა და 10 შესაძლებლიდან 7 ქულით პირველობა არავის დაუთმო.

ამდენივე ქულა მოაგროვა სალომე მელიამ (მე-10 ტურში ინდოელ ნარაინან გოპალს დაუზავდა), მაგრამ უარესი კოეფიციენტით მე-2 პრიზი ერგო. 6,5 ქულით მესამე იყო ნადეჟდა კოსინცევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა