ირანულ თავრიზში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ხუთი ქართველიც მონაწილეობდა
ირანულ თავრიზში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ხუთი ქართველიც მონაწილეობდა. მე-10 ტურში ლევან ფანცულაია მასპინძელ პურია დარინის დაუზავდა, გაიოზ ნიგალიძე კი ირანელ ეჰსან მაგჰამი გაემს დანებდა, შოთა აზალაძემ მორტეზა აშგარისთან წააგო, ბაჩანა მორჩიაშვილი ჰუსეინ ამირს დაუზავდა, მალხაზ სულაშვილმა კი ჰუსეინ მოჯავერიანს აჯობა.

საქართველოს ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ ბოლო ტურშიც დაზავება არჩია - ამჯერად ქულა მასპინძელ აშგარ გოლიზადენთან გაიყო. 11 შესაძლებლიდან 8,5 ქულას მოუყარა თავი და მე-2 ადგილი დაიკავა. ჩვენებურს ნახევარი ქულით გაუსწრო და პირველი პრიზი მოიპოვა გაემმა, რომლის პაექრობაც აზერბაიჯანელ რასულ იბრაჰიმოვთან მშვიდობიანად დასრულდა. მეწინავეთა ჯგუფის დანარჩენი პარტიების შედეგები ასეთია: პურია დარინი - მორტეზა აშგარი 0,5:0,5, ვუგარ რასულოვი - ურფან სევდიმალიევი 0:1, გაიოზ ნიგალიძე - მალხაზ სულაშვილი 1:0, მოჰამად შანი მორადი - ჰომეინ ტუფიგი 0:1, შოთა აზალაძე - ბაჩანა მორჩიაშვილი 1:0, ჰუსეინ ამირი - ვირგინიუს გრაბლიუსკასი 0:1.

თერთმეტი ტურის შემდეგ 8-8 ქულა ერთბაშად ცხრა მოჭადრაკემ მოაგროვა. უკეთესი კოეფიციენტით მესამე ადგილზე გაიოზ ნიგალიძე გავიდა, შოთა აზალაძეს მეხუთე ადგილი ხვდა. ბაჩანა მორჩიაშვილსა და მალხაზ სულაშვილს 7-7 ქულით XV-XVI ადგილები ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა