ალექს გარსიას გუნდი "მარბელიას თასის" ერთ-ერთ გათამაშებაში, Football Impact Cup 2012-ში ერთვება
თბილისის "დინამოს" ესპანური შეკრება დასკვნით ფაზაში შედის - დღეს ალექს გარსიას გუნდი "მარბელიას თასის" ერთ-ერთ გათამაშებაში, Football Impact Cup 2012-ში ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქე პოლონური "კრაკოვია" იქნება. დღევანდელი მეტოქის შესახებ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით.

"კრაკოვიას" ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის - კრაკოვული კლუბი 1906 წელს დაარსდა, თუმცა ბოლო ათწლეულებში ღირებულს ვერაფერს მიაღწია. "კრაკოვია" პოლონეთის 5-გზის ჩემპიონია, თუმცაღა ეს ტიტული უკანასკნელად შორეულ 1948 წელს მოიპოვა.

"დინამოს" მოწინააღმდეგეს საქმეები დიდად წარმატებულად ვერც მიმდინარე სეზონში მისდის - პოლონეთის 16-გუნდიან ექსტრაკლასში "კრაკოვია" ბოლოსწინა ადგილზეა და გააფთრებით იბრძვის ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად. ცოტა ხნის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ უკრაინელი მთავარი მწვრთნელი იური შატალოვი დაითხოვა, მისი შემცვლელის, დარიუშ პასიეკას ხელძღვანელობით კი გუნდი ოდნავ უკეთ თამაშობს. "კრაკოვიას" გამორჩეული და საყოველთაოდ ცნობილი ფეხბურთელები, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

"დინამო" "კრაკოვიას" არასდროს შეხვედრია, პოლონურ კლუბებთან კი ევროთასებზე დადებით შედეგებს აღწევდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 1982 წელს თასების მფლობელთა თასიდან ვარშავის "ლეგია" გააგდო, 2004-ში კი "დინამომ" კრაკოვიას თანაქალაქელის, გაცილებით ტიტულოვანი "ვისლას" ძლევით უეფას თასის ჯგუფურ ტურნირში შეაღწია.

ესპანურ შეკრებაზე მყოფი თბილისის დინამოელები დასვენების დღეს ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს ესტუმრნენ. ეს ადგილი კატალონიაში ქართული კულტურის კერას წარმოადგენს.

სამრევლოსთან ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ვაჟთა და გოგონათა ანსამბლები და საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.

დამშვიდობებისას არქიმანდრიტმა ლუკამ დინამოელები დალოცა და ჩვენს გუნდს წარმატებები უსურვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ucnobi
დღეს ქომაგთა ლიგაზე იქნება 19:00 საათზე კრაკოვია - დინამოს მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა