ლვოვის "კარპატის" ქართველმა ახალწვეულმა კლუბსა და მწვრთნელზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა
ლვოვის "კარპატის" ახალ მთავარ მწვრთნელად "ოლექსანდრიას" ყოფილი დამრიგებელი ვლადიმერ შარანი დანიშნეს. სწორედ მის ხელში გამოჩნდა დავით თარგამაძე და გულშემატკივრებისა და სპეციალისტების ყურადღებაც დაიმსახურა.

შარანის დანიშვნამდე კი "კარპატიში" დროებით მთავარ მწვრთნელად მუშაობდა პაველ კუჩეროვი, რომელთანაც დაიწყო ვარჯიში "ზესტაფონიდან" ლვოვურ კლუბში გადასულმა მურთაზ დაუშვილმა.

გუნდი სეზონისთვის ახლა ტრუსკავეცკში ემზადება, პირველი საკონტროლო შეხვედრა კიევის "ობოლონთან" გამართა და 5:0 გაიმარჯვა.

"ქართველმა ლეგიონერმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა - ის ორთაბრძოლებში თავიდანვე ჩაერთო და მოწინააღმდეგეს ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდა. მართალია, მსაჯი წესების დარღვევას არ აფიქსირებდა, მაგრამ მეტოქეები მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ქართველის ხისტი თამაშის გამო. მეტიც, მათ დაუშვილს ფეხებში მირტყმა დაუწყეს, რის გამოც "კარპატის" ექიმებს მოედანზე შესვლა მოუხდათ.

დაუშვილი ასე თუ გააგრძელებს, ჩვენს მეტოქეებს თამაშის ცენტრიდან წარმართვის სურვილი გაუქრებათ. იგრძნობოდა, რომ ქართველმა იოლად გამონახა საერთო ენა არტიომ ფედეცკისთან, რომელიც ასევე ხისტი მოთამაშეა. დაუშვილი ელოდებოდაა ფედეცკის ფლანგურ გარღვევებს, რის შემდეგაც პასებით ამარაგებდა", - წერს "კარპატის" ოფიციალური ვებგვერდი.

"მურთაზ დაუშვილი უკვე ჩვენი მოთამაშეა და ეს ძალიან მახარებს. ის კარგი საყრდენია, მშვენიერი მონაცემები აქვს და მობილურია. მურთაზი უნარიანად თამაშობს ართმევაზე, შეუძლია ზონის გაკონტროლება. გარდა ამისა, ტექნიკურია, კარგად აწვდის პასს.

ჩანს, რომ ხასიათიც მტკიცე აქვს და ვარჯიშებზეც კარგად მუშაობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ მას შეუძლია პროგრესირება და გუნდს გამოადგება", - ამბობს კუჩეროვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაკა
მურთაზ დაუშვილი რომელიც საქართველოს ჩემპიონატში არ ათამაშეს და სატადარიგოთა სკამზე დასვეს ლვოვის კარპატში ამტკიცებს რომ ძლიერი ფეხბურთელია ბუბა მაგარია
devi
დაუშვილს ასეთი თამაშის დახვეწა ვფიქრობ ჩვენს ნაკრებსაც გამოადგება.
otari
ზესტაფონში კიდევ აყურყუტეს ნახევარი წელი დუბლების ზაპასკაში - ტეხავს რა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა