ნალჩიკურმა გუნდმა ანთალიის შეკრებაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში "ურალს" 2:1 სძლია
ნალჩიკის "სპარტაკმა", რომელშიც ორი ქართველი ლეგიონერი - დავით სირაძე და გუჯა რუხაია ირიცხება, თურქეთის ქალაქ ანთალიაში რიგით მესამე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

სპარტაკელების მეტოქე რუსეთის ნაციონალური ლიგის გუნდი "ურალი" იყო.

შეხვედრა "სპარტაკის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ნალჩიკელთა რიგებში ორივე გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრის 41-ე წუთზე გუჯა რუხაიამ კარის მიმართულებით ულამაზესად დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყავანა - 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში "სპარტაკის" უპირატესობა ორ ბურთამდე დავით სირაძემ გაზარდა.

რამდენიმე წუთში სირაძეს გოლის გატანის კარგი შანსი მეორედაც მიეცა, თუმცა მეტოქის მცველებმა ის საჯარიმოში მოცელეს, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ნალჩიკის "სპარტაკისთვის" ეს გამარჯვება 2012 წელს პირველია.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა