თუ შეიძლება ასე ითქვას, ტურს ორი მთავარი ანტიგმირი ჰყავდა - "არსენალი" და "ლივერპული"
თუ შეიძლება ასე ითქვას, პრემიერლიგის 22-ე ტურს ორი მთავარი ანტიგმირი ჰყავდა - "არსენალი" და "ლივერპული".

პირველის თავკაცს წაგების მიუხედავად თავი ყინჩად ეჭირა და ჟურნალისტებთან იმ მიზეზებზე ლაპარაკობდა, რამაც მისი გუნდის დამარცხება გამოიწვია. მეორე კი შეგირდების გარჯით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მისთვის უჩვეულო სტილში ფეხბურთელებს სხვების გასაგონად "შესდგა" და ლანძღა.

არსენ ვენგერისა და კენი დალგლიშის გარდა განვლილი ტური სხვა მწვრთნელებმა და სპეციალისტებმაც შეაფასეს. მაშ ასე...

არსენ ვენგერი (არსენალი): "როცა ანგარიში 1:1 გახდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შეგვეძლო მეტოქისთვის გამარჯვება ხელიდან გამოგვეგლიჯა. ამის შემდეგ ერთი ტაქტიკური შეცდომა დავუშვი, რაც წაგებად დაგვიჯდა. არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი, მაგრამ სულ რაღაც მეორე უყურადღებობა ჩვენთვის ტრაგედიად იქცა.

მესმის, რატომ არიან გულშემატკივრები იმედგაცრუებულები, მაგრამ ალექსს (ოქსლეიდ-ჩემბერლენს) აშკარად ეტყობოდა, რომ გადაღლილი იყო. ის ხომ თამაშამდე მთელი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა. არშავინი კი რუსეთის ნაკრების კაპიტანია.

მყავს 18 წლის ბიჭი, რომელმაც პრემიერლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში და მყავს ძლიერი ნაკრების ლიდერი, ყოველივეს შემდეგ ჩემს გადაწყვეტილებას კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ.

მოდი, ვიყოთ სერიოზულები და ვთქვათ, რომ 30 წელია მწვრთნელი ვარ, 50 ათასი შეცვლა განვახორციელე და შესაბამისად, არ ვარ ვალდებული რომ პრესას ყოველ მათგანზე ანგარიში ჩავაბარო.

რაც შეეხება ახალ ტრანსფერებს და იმას, რომ გულშემატკივრები ამას ითხოვენ. ჩემთვის ფულის დახარჯვა თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. მეტიც, მთელი ცხოვრება მიყვარდა ეკონომია. ერთადერთი რაც ახლა გვჭირდება, დროა, რათა დამტვრეული მოთამაშეები დაგვიბრუნდნენ. ჩვენ 10 ფეხბურთელი გვყავს დამტვრეული. სწორედ ისინი გვაკლდნენ "იუნაიტედთან".

ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი): "გოლის გასატანად არაერთი შანსი გვქონდა და ამიტომ იმედგაცრუებული ვარ, რომ მხოლოდ ორჯერ შევაგდეთ. ის უზარმაზარი უპირატესობა, რაც პირველ ტაიმში გვქონდა, აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა.

სამი ქულის აღება "სიტის" მოგების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ჩვენ ლიდერს კვალში ვუდგავართ. ასეც უნდა გავაგრძელოთ. "არსენალთან" მატჩის სტრატეგია ასე თუ ისე მარტივი იყო. გააჩერებ რობინ ვან პერსის? გააჩერებ მთელ გუნდს. არადა ჰოლანდიელი მთელი სეზონის განმავლობაში ფანტასტიკურ ფორმაშია, რაზეც მისი საგოლე მონაგარიც მიუთითებს".

გარი ნევილი (საფეხბურთო ექსპერტი): "იშვიათად, რომ ფეხბურთელები ასეთი პირდაპირი ტექსტით გავაკრიტიკო, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა - ანდრეი არშავინი მოედანზე ყველაზე ნაკლებად იმ ფეხბურთელს ჰგავდა, რომელსაც აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა იქ.

ვიცი, რომ მას არ უყვარს ლონდონი, არ უყვარს ზოგადად ინგლისი. მას მიაჩნია, რომ ინგლისელი ქალები მახინჯები არიან. ვფიქრობ, მას სახლში დაბრუნება ძალიან უნდა. მშვენიერია. წავიდეს, ვინ უშლის"?

კენი დალგლიში (ლივერპული): "მომეჩვენა, რომ მატჩისთვის სათანადოდ ვერ განვეწყვეთ. აშკარაა, ისე ვერ ვიმუშავეთ, როგორც საჭირო იყო. ჩვენი საფეხბურთო კლუბის საფუძველთა საფუძველი სხვების პატივისცემა და დაფასებაა, ვინც ამ მიდგომას არ იზიარებს, ჩვენ გვერდით მისი ადგილი არ არის.

ჩვენი ფილოსოფია ის არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენთვის არის უახლოესი და არა ის, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გაიმართოს. თუკი ფეხბურთელებს გაკვეთილი სჭირდებოდათ, მათ ის უკვე ჩაუტარეს. ახლა მთავარია, რომ ბიჭებმა აქედან დასკვნები გამოიტანონ.

დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ განმეორდება - სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. არ შეიძლება იფიქრო, რომ რაღაც მომენტში შეიძლება მოდუნდე, მერე კი მოინდომო და შედეგს ასე მიიღებ. ასეთი მიდგომა თამაშების მოსაგებად საკმარისი არ არის.

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი უკვე მე-4 წუთზე გავუშვით და სწორედ იმიტომ, რომ მატჩისთვის მზად არ ვიყავით. თუკი პრობლემა იმ ფეხბურთელებშია, ვინც შეხვედრა სათანადო კონცენტრაციის გარეშე ჩაატარა, მას ჩვენ იოლად გადავწყვეტთ და მათ აღარ ვათამაშებთ. ვიმეორებ, მთავარია ასეთი რამ აღარ განმეორდეს".

ანდრე ვილაშ ბოაში (ჩელსი): "ჩვენ საკმარისი მომენტები შევქმენით მატჩის მოსაგებად. პირველ ტაიმში უფრო თანაბარი თამაში იყო და შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. მეორე ნახევარში კი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.

აშკარაა, ერთი გოლიც რომ გაგვეტანა, აუცილებლად ავიღებდით ამ ქულას, რადგან სიტუაციას მოედანზე დამაჯერებლად ვაკონტროლებდით. გუნდმა ბევრი იმუშავა, მაგრამ წინა ხაზში არაეფექტურმა და ჯონ რადის ("ნორვიჩის" მეკარე) დამაჯერებელმა თამაშმა ჩვენი მონდომება ქარს გაატანა.

ფერნანდო ტორესი საკმარისად აქტიური იყო, ბევრს მოძრაობდა და კარგად იხსნებოდა. მართლა ყველაფერს აკეთებდა გასატანად, მაგრამ ბედმა უმტყუნა. ის იმიტომ შევცვალე, რომ მატჩის ბოლოს ძალიან დაღლილი იყო, ლუკაკუს კი შეეძლო სიტუაციის გამწვავება. რომელმაც ეს მოლოდინი გაამართლა.

რაც შეეხება გარი კეჰილს, ის სულ ოთხი დღის მოსულია ჩვენთან და გუნდთან ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. მას შანსი აუცილებლად მიეცემა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა