"ემირიტსზე" "არსენალთან" მოპოვებული სამი ქულა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფილ ჯონსის მძიმე ტრავმად დაუჯდა
"ემირიტსზე" "არსენალთან" მოპოვებული სამი ქულა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფილ ჯონსის მძიმე ტრავმად დაუჯდა.

19 წლის ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ზუსტი დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი დასკვნით ახალგაზრდა მცველს კოჭზე გაწყვეტილი მყესების სამკურნალოდ თვე-თვენახევარზე მეტი დასჭირდება.

ჯონსს წინ სამედიცინო შემოწმება ელის, სადაც საბოლოო დიაგნოზი დაისმება და ცნობილი გახდება ისიც, თუ რამდენი კვირა მოუწევს დასვენება. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის პრობლემები ამით არ ამოიწურება. შოტლანდიელმა ასევე ტრავმის გამო გამოცვალა ნანიც. 25 წლის პორტუგალიელმა ფეხი მეტოქესთან შეჯახებისას დაიზიანა. თამაშის შემდეგ ექიმებმა მას სპეციალური დამცავი ფეხსაცმლის ჩაცმა სთხოვეს.

ჟურნალისტების თქმით, გასახდელიდან ავტობუსისკენ მიმავალ ფეხბურთელს გადაადგილება საკმაოდ უჭირდა. მუხლის მყესები აქვს დაჭიმული ვეტერან მაიკლ კერიკს. ფეხი იტკინა ასევე უეინ რუნიმაც, რომელმაც მართალია შეხვედრა ჩაამთავრა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანი კოჭლობით დატოვა. ყველა ამ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა გუშინ უნდა ჩატარებოდა და შედეგები, ბუნებრივია, ჯერ არ ვიცით.

ყოველივე ამის ფონზე აღარც კი ღირს იმის ხსენება, რომ მიკროტრავმა მიიღო პატრის ევრამაც, თუმცა ვარჯიშებს ის ორიოდე დღეში დაუბრუნდება.

"ცუდი ამბებია. ვფიქრობ, ჯონსი მინიმუმ რამდენიმე კვირით გამოგვაკლდება, რადგან კოჭი სერიოზულად იტკინა. კერიკს მუხლი სტკიოდა და მოედნის ცენტრს იქით იმიტომაც აღარ გადადიოდა," - წუხს ალექს ფერგიუსონი.

"ეშმაკებს" ტრავმირებულები ისედაც არ აკლდათ. შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების გამო ვერ თამაშობენ რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, დარენ ფლეტჩერი, ანდერსონი, ეშლი იანგი და მაიკლ ოუენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა