"ბაიერნის" პრეზიდენტმა რეკორდმაისტერის მარჯვენაფლანგელები, მცველი ჟერომ ბოატენგი და ნახევარმცველი არიენ რობენი გააკრიტიკა
"ბაიერნის" წაგებამ (1:3 მიონხენგლადბახში) მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერიც გააოცა.

"კაიზერმა" "სქაი-სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის მარჯვენაფლანგელები, მცველი ჟერომ ბოატენგი და ნახევარმცველი არიენ რობენი გააკრიტიკა. ცხადია, კრიტიკა მანუელ ნოიერმაც დაიმსახურა.

"პარასკევს საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ ბოატენგი და რობენი ერთმანეთს ვერ უგებენ. ჟერომი უმეტესად თვითონ აწოდებს ხოლმე, თუ არა და ბურთი მარცხენა ფლანგზე გადააქვს, რაც რობენის უკმაყოფილებას იწვევს. ჰოლანდიელს უნდა, რომ ბურთი სულ მას ჰქონდეს და სხვათა შორის, ესეც არ შეიძლება. ჩემი აზრით, იუპ ჰაინკესმა რამე უნდა მოიფიქროს, თორემ ფაქტია, რომ ბოატენგი და რობენი ერთად "ვერ ძოვენ," - უთხრა ბეკენბაუერმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

კაიზერ-ფრანცმა არც ნოიერი დაინდო. "უმჯობესი იქნებოდა, რომ ბურთი სწრაფად და სულაც უმისამართოთ მოეგერიებინა. იმ მომენტში მანუელის მხრიდან ზუსტი პასის გაკეთება ნამდვილად არ იყო აუცილებელი.

ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ალღოთი უნდა ხვდებოდეს, რა დროს გააკეთოს დაბალი პასი და რა დროს მოიგერიოს ბურთი უმისამართოდ. ნოიერს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და იმედი მაქვს, რომ ასეთ შეცდომას აღარ გაიმეორებს," - თქვა ბეკენბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ მანუს უპატიელებელ შეცდომას მარკო როისის გოლი მოჰყვა, რითაც "ბაიერნის" წაგებას საფუძველი ჩაეყარა.

სამაგიეროდ, ბეკენბაუერმა "გლადბახი" აქო და ადიდა: "ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პირველი ტურის მატჩს ვუყურებდი, რომელშიც მიუნხენგლადბახელებმა გაიმარჯვეს. ლუსიენ ფავრის გუნდმა ისევ სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა."

კაიზერი უკვე საბოლოოდ გამორიცხავს იმას, რომ "ბაიერნი" წელს უპრობლემოდ გახდება გერმანიის ჩემპიონი. ფრანცის აზრით, გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატი ბოლო ტურამდე ძალიან დაძაბული იქნება, ჩემპიონობისთვის კი, "ბაიერნთან" და "დორტმუნდთან" ერთად, "შალკე" და "გლადბახიც" იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა