ჩოგბურთი. ავსტრალიის ღია პირველობა
ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ენდი მიურეისა და მიხაილ კუკუშკინის მატჩისგან ბევრს არაფერს ელოდნენ.

ყაზახმა ზედიზედ ორი გმირობა ჩაიდინა, როცა ვიქტორ ტროიცკი და გაელ მონფილსი გამოთიშა ბრძოლას. ორივე შეხვედრა ხუთსეტიანი იყო და "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველმა ყაზახმა ჩოგბურთელმა აღდგენა ვერ მოასწრო. კუკუშკინი ზედიზედ აგებდა გეიმებს და მესამე სეტში ბრძოლის მიტოვება გადაწყვიტა - 1:6, 1:6, 0:1.

გუშინ, ძალიან დიდი მოულოდნელობა მოხდა: ტურნირს გამოეთიშა ჟო-ვილფრიდ ცონგა, არადა, ფრანგი დამაჯერებლად მიიწევდა წინ. კეი ნიშიკორისთან მერვედფინალიც მისთვის კარგად ვითარდებოდა - აქტიურმა თამაშმა პირველ სეტში მოგება მოუტანა, მაგრამ მეორე სეტიდან მთლიანად დაკარგა სტაბილურობა.

იაპონელი ზედმიწევნით ზუსტად თამაშობდა და ამან მეორე და მესამე სეტში იოლი გამარჯვება მოუტანა, მაგრამ მეოთხე პარტიაში ფრანგის დარტყმები და ბადესთან გასვლები სულ უფრო ხშირად წარმატებული იყო და გამარჯვებულის გამოსავლენად მეხუთე სეტის ჩატარება გახდა საჭირო. მართალია, გასულ მატჩებში კეიმ უფრო მეტი ძალა დახარჯა, ვიდრე მისმა მეტოქემ, ახალგაზრდა იაპონელი ფიზიკურად კარგად მომზადებული აღმოჩნდა და შესანიშნავად წარმართა ბოლო სეტი - 6:3.

მერვედფინალში კიდევ ერთი ფრანგი გამოეთიშა ბრძოლას. აქამდე დამაჯერებლად მოთამაშე რიშარ გასკე ვერ გაუმკლავდა დავიდ ფერერს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 1:5-ს აგებდა. ესპანელმა ამჯერადაც გაიმარჯვა. გასკემ პირველ ორ სეტში გადამწყვეტ მომენტებში დაუშვა შეცდომები, მესამეში კი საერთოდ შეწყვიტა ბრძოლა - 6:4, 6:4, 6:1.

ფერერის მეტოქე საღამოს მატჩში ირკვეოდა, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩი და ლეიტონ ჰიუიტი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ვეტერანი ავსტრალიელის მერვედფინალში გასვლა უკვე დიდი გმირობა იყო, მაგრამ ადგილობრივ გულშემატკივრებს სასწაულის იმედი ჰქონდათ.

თავიდან ისე ჩანდა, რომ ლეიტონს არანაირი იმედი არ უნდა ჰქონოდა. მართალია, პერიოდულად მას ლამაზი შეტევები გამოსდიოდა, მაგრამ პირველი ორი სეტი ნოვაკი სრულად დომინირებდა. მესამეშიც სერბი გავიდა წინ, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა ჩავარდნა ვერ აიცილა თავიდან.

მაყურებლების მხარდაჭერით გამხნევებულმა ჰიუიტმა არა მარტო ანგარიშის გათანაბრება შეძლო, არამედ პირველი პარტია წააგებინა ნოვაკს მიმდინარე ტურნირზე. ავსტრალიელი მეოთხე სეტშიც კარგად მოქმედებდა, მაგრამ სერბმა ყურადღება მოიკრიბა და ამჯერად შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამით ბოლო ავსტრალიელი გამოეთხოვა ტურნირს.

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 6:1, 6:3, 4:6, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-რიშარ გასკე (საფ, 17) 6:4, 6:4, 6:1; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:1, 6:1, 1:0 უარი; კეი ნიშიკორი (იაპ, 24)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 2:6, 6:2, 6:1, 3:6, 6:3.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფერერი (5); მიურეი (4)-ნიშიკორი (24); დელ პოტრო (11)-ფედერერი (3); ბერდიხი (7)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა