პრესტიჟის გარდა, კომუსუბი რიგით მაეგაშირაზე ბევრად მეტ ხელფასს იღებს, თუმცა ამ ტიტულის შენარჩუნება ძალიან ძნელია
გუშინდელ ნომერში ამას გადამწყვეტად ვერ გეტყოდით, თუმცა, როცა სუმოს ექსპერტების ვარაუდებს გადავხედეთ, ისინი ჩვენსას დაემთხვა - 27 თებერვალს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდება და 24 წლის თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კარიერაში პირველად კომუსუბის ტიტულს მიიღებს.

სუმოს ექსპერტთა აზრი საბოლოო არ არის, ხანდახან ასოციაციამ შეიძლება სულ სხვა დადგენილება მიიღოს, მაგრამ ძალიან დიდი შანსია, რომ კომუსუბის ორ გამოთავისუფლებულ ტიტულს ტოჩიოძანი და გაგამარუ მიიღებენ.

კომუსუბი სუმოს იერარქიაში მესამე რანგია იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი), ოძეკის (ჩემპიონი) და სეკივაკეს შემდეგ. ეს ტიტული სხვა ქართველებს უკვე უტარებიათ, მაგრამ გაგამარუს - არა. კოკაი (ლევან ცაგურია) ორ ბაშოზე იყო კომუსუბი (2006 წლის სექტემბრის და ნოემბრის ბაშოები), ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) - სამზე (2010 წლის ივლისის და ნოემბრის ბაშოები, 2011 წლის ივლისის ბაშო).

პრესტიჟის გარდა, კომუსუბი რიგით მაეგაშირაზე ბევრად მეტ ხელფასს იღებს, თუმცა ამ ტიტულის შენარჩუნება ძალიან ძნელია, რადგან კომუსუბის აბსოლუტურად ყველა საუკეთესო რიკიშისთან უწევს ბრძოლა.

გაგამარუსთვის მე-10 მაეგაშირობიდან კომუსუბის ტიტულის მოპოვება გმირობის ტოლფასი იქნება. შეგახსენებთ, რომ მან იანვრის ბაშოზე პირადი რეკორდი დაამყარა 12-3 ბალანსით, ვიცე-ჩემპიონობა დი ჩემპიონ ჰაკუჰოსთან ერთად გაიყო და მებრძოლი სულის პრიზიც დაიმსახურა.

მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინმა სუპერტურნირი 10-5 ბალანსით დაასრულა. მართალია, ის ვერ გახდება კომუსუბი, მაგრამ აუცილებლად ერთ-ერთი მოწინავე მაეგაშირა იქნება (სავარაუდოდ, მე-2 მაეგაშირა). კოკაიმ ძურიოს დივიზიონი მინიმალური უარყოფითი ბალანსით დაასრულა (7-8), ის ძურიოს დივიზიონის არიერგარდში გადავარდება.

არადა, "შავი ზღვა" კარგად ასპარეზობდა, მაგრამ მე-11 დღეს მუხლი დაიშავა და ბოლო 4 ორთაბრძოლა ფაქტობრივად ცალი ფეხით ჩაატარა (1 მოიგო, 3 წააგო). მარტის ბაშო ქალაქ ოსაკაში, 11-25 რიცხვებში გაიმართება.

ქართველთა სტატისტიკა

ტოჩინოშინი

(24 წლის, 192 სმ, 159 კგ)

კარიერის რეკორდი

35 ბაშო

234 მოგება, 196 წაგება

ელიტაში

22 ბაშო

159 მოგება, 171 წაგება

ტიტულები: 2 ვიცე-ჩემპიონობა, 3 მებრძოლი სულის პრიზი

გაგამარუ

(24 წლის, 185 სმ, 199 კგ)

კარიერის რეკორდი

37 ბაშო

205 მოგება, 151 წაგება

ელიტაში

9 ბაშო

67 მოგება, 68 წაგება

ტიტულები: 1 ვიცე-ჩემპიონობა, 2 მებრძოლი სულის პრიზი

კოკაი

(30 წლის, 189 სმ, 165 კგ)

კარიერის რეკორდი

64 ბაშო

430 მოგება, 427 წაგება

ელიტაში

45 ბაშო

312 მოგება, 362 წაგება

ტიტულები: 1 ვიცე-ჩემპიონობა, 2 მებრძოლი სულის პრიზი, 2 კინბოში (იოკოძუნას დამარცხება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელ მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა