ქართველი ცენტრის "ჰოუქსმა" "მილუოკი" 97:92 დაამარცხა, ჩვენებურს კი ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა

ზაზა ფაჩულია განაგრძობს მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდების გაუმჯობესებას. მილუოკიში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 14 მოხსნა მოაგროვა და თავისი გუნდის - "ატლანტას" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. "ჰოუქსმა" "მილუოკი" 97:92 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში ზაზას უმაღლესი შედეგი 11 მოხსნა გახლდათ, "მილუოკისთან" იგი შეუჩერებელი იყო და მეტოქის მძლავრ მეფარე ანდრე ბოგუტსაც არ შეეპუა. ზაზას 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. ფაჩულიამ 9-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, რაც მთლიანობაში 9 ქულა გამოვიდა.

ამასთან ზაზას 1 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი 38,19 წუთით მოედანზე ყოფნის განმავლობაში არ დაუკარგავს. აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს მიმდინარე სეზონში ამდენი არ უთამაშია. ზაზამ დაუმტკიცა მწვრთნელს, რომ ალ ჰორფორდის არყოფნაში ხუთეულში ადგილს თავად იმსახურებს. მესამე ცენტრ ჯეისონ კოლინსს ამ შეხვედრაში საერთოდ არ უთამაშია.

ფაჩულიას ფარქვეშ კარგად ეხმარებოდა ჯოშ სმიტი, რომელმაც 13 მოხსნა, 19 ქულა, 4 პასი და 3 დაფარება მოაგროვა, რის გამოც გახდა კიდეც მატჩის საუკეთესო მოთამაშე. ატლანტელთა ლიდერ ჯო ჯონსონს კი 28 ქულა დაუგროვდა.

ამ გამარჯვებამ "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციაში სამ გუნდთან გაათანაბრა - "ორლანდოს", "ფილადელფიას" და "ინდიანას" ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ და ისინი კონფერენციაში II-V ადგილებს იყოფენ. მომდევნო შეხვედრა ატლანტელებს ზეგ გამთენიისას, სან ანტონიოში აქვთ.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა