"განძასარის" მთავარმა მწვრთნელმა აბრამ ხაშმანიანმა გუნდიდან წასულ მეკარე ლევან ბუბუტეიშვილზე სინანულით ილაპარაკა
სომხურ ფეხბურთში მეკარეების პრობლემაზე წუხილი არაა ახალი, რა ხანია, მათი ნაკრების კარს გამოცდილი რუსი რომან ბერეზოვსკი იცავს.

ამიტომაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ადგილობრივი კადრების გაზრდის მოტივით, ჩემპიონატში ლეგიონერი მეკარეების თამაში აკრძალა. შედეგად, კაფანის "განძასარის" დატოვება მოუხდა 28 წლის მეკარე ლევან ბუბუტეიშვილს.

ამის თაობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბრამ ხაშმანიანმა სინანულით ილაპარაკა. სომხური მედია კი წერს, რომ ქართველის წასვლა "განძასარისთვის" დიდი დანაკლისი იქნება.

"ბუბუტეიშვილის წასვლა "განძასარს" პრობლემებს შეუქმნის. მან გასული სეზონი საიმედოდ ჩაატარა. ამბობდნენ, რომ ბუბუტეიშვილი სომხეთის მოქალაქეობას მიიღებდა, რადგან მეხუთე წელია, სომხეთში თამაშობს. მაგრამ ეს გადაუჭრელი პრობლემა აღმოჩნდა.

ლევანის წასვლის შემდეგ კი "განძასარი" სეზონისთვის მეკარის გარეშე ემზადება - მისი შემცვლელი ხაჩატურიანი ტრავმირებულია, პრაზიანი კი ჯარში გაიწვიეს," - წერს "არმსპორტი".

"არმსპორტმა" სომხეთის ჩემპიონატის ათი საუკეთესო ლეგიონერი მეკარეც დაასახელა და მათ შორის ორი ქართველი მოხვდა - 2007 წლიდან მოყოლებული, ბუბუტეიშვილმა სომხეთში ჩატარებულ 92 შეხვედრაში 106 გოლი გაუშვა, ანუ საშუალოდ მატჩში 1,15 და მე-8 ადგილზე გავიდა. მას "მიკას" კარის ყოფილმა დარაჯმა სოსო გრიშიკაშვილმა გაასწრო - 33 მატჩში 32 გოლით (საშუალოდ 0,96) გრიშიკაშვილი სიაშია მეექვსეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

abram xashmanian
ლევან შენ განძასრის შემდეგ ბათუმში და ფოთში რომ არ გეთამაშა ჩათვალე FC ALASHKERT-ში გადაყვანილი იყავი
ვოლტერი
რომან ბერეზოვსკი ისეთივე რუსია ამ შემთხვევაში, როგორც კოლია დერიუგინი, გოშა შკინინი ან ვასილ კაკოვინი... სომხეთში დაბადებული და გაზრდილია... დუხაბორების ოჯახიდან.....
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა