პიტერ კრაუჩი ბულგარეთსა და შვეიცარიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ თამაშებს გამოტოვებს. სხვათა შორის...

პიტერ კრაუჩი ბულგარეთსა და შვეიცარიასთან ევრო 2012-ის შესარჩევ თამაშებს გამოტოვებს. სხვათა შორის, "ტოტენჰემის" თავდამსხმელის საქმე იმთავითვე გაურკვევლად იყო. მისი კლუბის მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა კრაუჩი შეკრებაზე კი გაუშვა, მაგრამ იქვე დასძინა - დიდი ეჭვი მაქვს, მაგან "უიგანთან" ბოლო ტურის შეხვედრაში ნეკნი დაიზიანაო...

ამ ნათქვამის გამო თადარიგი დაიჭირა ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომაც. იტალიელმა შესარჩევი შეხვედრებისთვის მოსამზადებლად დამატებითი, ოცდამეოთხე ფეხბურთელიც გამოიძახა, ასე რომ, კრაუჩის შემცვლელის გამოძახება აღარ დასჭირვებია. გათავისუფლებულმა ფორვარდმა "სფურზის" ექიმებს მიაშურა.

მოგეხსენებათ, სანაკრებო მატჩებში ვერც ბობი ზამორა მონაწილეობს და ამდენად, კაპელოს განკარგულებაში ეს თავდამსხმელები დარჩნენ - უეინ რუნი, კარლტონ კოული, დარენ ბენტი და ჯერმეინ დეფო. ამათგან, დეფო რა ხანია საზარდულს უჩივის და რამდენადაც ცნობილია, საოპერაციოცაა.

აქვე დავძენთ: ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, ტრავმების შესახებ აღარაფერი გამოაცხადოს. ფაქტია, რომ ტრავმებმა ამ ეტაპზე ინგლისელებს მართლა სერიოზულად დარია ხელი. ბოლო დღეებში შეკრებას მარტო კრაუჩი როდი გამოაკლდა - სამშაბათის ვარჯიშზე კაპელოს სულაც ერთი მეკარე ჰყავდა. ვერ ვარჯიშობდა ფილ ჯაგიელკაც, რომელზეც, რედნაპისა და კრაუჩის არ იყოს, მისი მწვრთნელი დევიდ მოიესი ამბობდა - "ასტონ ვილასთან" შაბათის თამაშის შემდეგ ისეთი დაშავებული ჩანდა, სავარაუდოდ შესარჩევებში მონაწილეობა ძალიან გაუჭირდებაო...

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა