ლვოვის "კარპატის" ქართველი ახალწვეული გუნდთან ურთიერთობაში ენის პრობლემის გადაწყვეტას სწრაფად იმედოვნებს
საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა უკრაინულ კლუბში ჯერ სულ რამდენიმე კვირა გაატარა. "ზესტაფონიდან" "კარპატიში" წლის დასაწყისში გადაბარგებული ფეხბურთელი ამჟამად გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზეა, სადაც ჩემპიონატის განახლებისთვის თავგამოდებული ემზადება.

როგორც ჩანს, ბუბა მხოლოდ ვარჯიშით არ შემოიფარგლება და დროს უკრაინელ ჟურნალისტებთან სასაუბროდაც პოულობს.

- მურთაზ, დიდი ხანი არაა, რაც ჩვენ გუნდში ხარ. როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა "კარპატიზე" და რას მოელი თურქული შეკრებისგან?

- შეკრებაზე იმიტომ ვარ, რომ ვიშრომო. უნდა დავუმტკიცო მწვრთნელსა და პარტნიორებს, რომ "კარპატიში" თამაშს ვიმსახურებ. საამისოდ კი არცთუ ცოტა ძალისხმევაა საჭირო.

ის, რომ ამ კლუბში აღმოვჩნდი, ჩემ კარიერაში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. "კარპატიზე" საქართველოში ყველას სმენია, რაც გუნდის ევროპის ლიგაში გამოსვლითაა გამოწვეული. ამ ტურნირში ლვოვური კლუბი ხომ "ზესტაფონს" დაუპირსპირდა. თუმცა, მე "კარპატის" მანამდეც ვიცნობდი.

- ანუ, კმაყოფილი ხარ, რომ ლვოვში ითამაშებ?

- სხვაგვარად როგორ შეიძლება იყოს? ამიტომაც ვემზადები სეზონისთვის ახალ გუნდში.

- "კარპატის" წინააღმდეგ სამჯერ გითამაშია.

- როგორ თუ სამჯერ? მართლა?

- ორი ევროპის ლიგაზე.

- კი, ბატონო.

- და ერთიც შარშან, ამხანაგური მატჩი ავსტრიაში.

- კი, გამახსენდა.

- რა დაგამახსოვრდა იმ თამაშებში?

- ...ის, რომ "კარპატი" შემტევი გუნდია. მაშინ ჩვენ მცველებს მოსვენება არ ჰქონდათ და არც მე ვიყავი დალხენილი, თუმცა ვიტყოდი, რომ თანაბარი გუნდები გვყავდა. საქართველოში "ზესტაფონი" უძლიერესი იყო, რაც ჩემპიონობის მოპოვებითა და ჩემპიონთა ლიგაში თამაშით დავადასტურეთ. "კარპატის" უპირატესობა კი გამოცდილება და შემსრულებლები იყო. აქ შედარებით ძლიერი ფეხბურთელები არიან.

- მოთამაშეთაგან ვისთან მოასწარით დამეგობრება?

- გუნდის ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. საერთოდაც, ძალიან თბილად შემხვდნენ, თუმცა დაახლოება ჯერ ვერავისთან შევძელი, რადგან ჯერ-ჯერობით უკრაინული არ მესმის, რუსულ ენას ცუდად ვფლობ, ინგლისურს კი - კიდევ უფრო უარესად. ამიტომაც, სხვებთან ურთიერთობა მიჭირს, თუმცა პარტნიორები ყველანაირად მხარში მიდგანან.

- ენის შესწავლას არ აპირებთ?

- ვფიქრობ, ეს მხოლოდ დროის საკითხია და ენის პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდება.

მომზადებულია zakarpatie.com.ua-ის მიხედვით

shako
მიშაიაა ერთუჯრედიანი და შენ ჭკვიანიი? ვაი შენს პატრონს
tirana
რა შუაშია ინტელექტი და იმის ცოდნა ვის რამდენჯერ ეთამაშნენ, სეზონზე ათეულობით თამაშს ატარებენ ოფიციალურს და პლიუს ამხანაგურები, რომელ ერთს ახსოვს ან რატო უნდა ახსოვდეს ვის რამდენჯერ ეთამაშა ფეხბურთელია თუ სტატისტი?
dima
ენის ცოდნით არ განისაზღვრება ინტელექტი. მიხეილ მესხმაც არ იცოდა რუსული, მაგრამ განთლებული იყო.
so
არა უშავს, ყველაფერს ისწავლის! უკრაინულის სწავლას რა უნდა? მიშაია ერთუჯრედიანმა მოახერხა და ისწავლა დამტვრეული უკრაინული. როგორ გგონიათ ეს კაი ბიჭი ვერ ისწავლის? მთავარია არ იზარმაცოს.
jino
აი ასეთი ინტელექტით არიან დღეს ფეხბურთში-რამდენჯერ ეთამაშა ტიპს არ ახსოვს-გარანტირებულად
დავით
რომ მიდიოდი უცხოეთში ცოტა გესწავლა მაინც რამე
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა