"გარდიანის" ჟურნალისტმა დენიელ ტეილორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის კარის დარაჯის დავიდ დე ხეას შეცდომები აღნუსხა
"გარდიანის" ჟურნალისტმა, დენიელ ტეილორმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის კარის დარაჯის დავიდ დე ხეას შეცდომები აღნუსხა.

ესპანელის ირგვლივ ერთადერთი შეკითხვა ისმება: შეძლებს თუ არა გახდეს "მანიუს" შეუცვლელი მეკარე წლების განმავლობაში? დავიდს ნიჭი რომ უხვად აქვს, ალბათ, ეჭვი ცოტას თუ ეპარება, მაგრამ "ეშმაკებში" კარიერა მან მაინც ძალიან არადამაჯერებლად დაიწყო.

მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

შუა სეზონში ლაპარაკი ისევ "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს ეხება. ერთის მხრივ არის დიდი პერსპექტივა, მეორე მხრივ კი დროებითი ჩავარდნები იმის გამო, რომ ძირითად გოლკიპერად ძალიან ნიჭიერი, მაგრამ ჯერაც დაუღვინებელი დავიდ დე ხეა მიიიჩნევა. ალბათ დეჟავიუს შეგრძნებაც ჩნდება. ჩნდება იმიტომ, რომ ეს საკითხი აქტუალური იყო სეზონის დასაწყისშიც. არგუმენტები მაშინ არადამეჯერებელი იყო, მაგრამ მოქმედ ჩემპიონებს ჰქონდათ იმედიანი განწყობის უფლება. მაშინ ისინი ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ამ საქმეს ასე მალე დავუბრუნდებოდით.

ერთის მხრივ, "იუნაიტედი" უნდა ენდოს დე ხეას და ძირითად მეკარედ დატოვოს, რათა სამომავლოდ უფრო მეტი შეცდომა არ დაუშვას. მეორე მხრივ, გუნდი ტიტულისთვის იბრძვის და ყოველ გატანილ თუ გაშვებულ ბურთს მნიშვნელობა აქვს. შემოდგომაზე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ალექს ფერგიუსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

სეზონის სტარტზე სკეპტიკურად განწყობილი ექსპერტები დე ხეას პოტენციალის განვითარებას უპერსპექტივო საქმედ მიიჩნევდნენ. ჯეიმი რედნაპის თქმით, ესპანელი ვალდებული იყო, თავიდანვე მაღალ დონეზე ეთამაშა და არა ისე, როგორც "ვესტ ბრომვიჩთან" "ბრიტანიაზე" პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩისას გამოიყურებოდა. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მან დიდებულად ითამაშა "ენფილდზე", სადაც ნერვიც არ ატოკებია. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს მისთვის დავიწყებოდათ აეხსნათ, თუ რას ნიშნავდა "იუნაიტედის" ფორმით "ლივერპულთან" დაპირისპირება.

მშვენიერი რეაქცია, ბურთის თამაშში შეყვანის უნარი - ახალგაზრდა მეკარეს ეს თვისებები აქვს და მასზე ჯვრის დასმა, თუნდაც ხშირი შეცდომების გამო, არ ღირს. "იუნაიტედში" მშვენივრად ესმოდათ, რომ როცა დავიდს ყიდულობდნენ, ედვინ ვან დერ სარის სრულფასოვანი შემცვლელი ის ასე უცბად ვერ გახდებოდა.

მწარე რეალობაა, რომ დე ხეამ მიმდინარე სეზონში 6 გოლი აშკარა შეცდომის გამო გაუშვა და კიდევ 3 ისეთი, როცა მას გუნდი უნდა გადაერჩინა და ვერ გადაარჩინა. 19 თამაშში 9 გოლი მეკარის გამო, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ძალიან ბევრია. სეზონის დასაწყისში ესპანელს უმართლებდა - "სიტისთან" სუპერთასსა და "ვესტ ბრომვიჩთან" პრემიერლიგაში მისი შეცდომების მიუხედავად გუნდმა მოიგო, მოგვიანებით კი "ბენფიკასთან", "ბაზელსა" და "ბლექბერნთან" უკვე ყველაფერი ცუდად დამთავრდა.

შეცდომებს ვერც ერთი მეკარე ვერ გაექცევა, მით უფრო მაშინ, როცა 20 წლის ხარ და შენში 18,5 მილიონ ფუნტს იხდიან. სტაბილურობას ხელს არც ის უწყობს, როცა მცველები ხშირად იცვლებიან. 6 თვის განმავლობაში ესპანელმა მიჯრით მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა დაცვის ერთსა და იმავე ოთხეულთან. დავიდს, ისევე როგორც სხვა მეკარეებს, არ უყვარს დიდი ძვრები. აი, ფერგიუსონი კი როტაციას ხშირად მიმართავს. 5 სასტარტო შეხვედრის ძირითადში დაწყების შემდეგ დე ხეამ მხოლოდ ორჯერ ითამაშა ზედიზედ 3 მატჩი.

პირველ წრეში ანდერს ლინდეგორმა პრემიერლიგის 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუშვია, დანარჩენი შეხვედრების გათვალისწინებით კი მატჩში საშუალოდ 0.14 ბურთს უშვებდა. დე ხეას მაჩვენებელი 1.37-ია. ლინდეგორს მოგერიებული ბურთების პროცენტი 95 ჰქონდა, დე ხეას - 74.

დავიდ დე ხეას შეცდომები:

7 აგვისტო. მანჩესტერ სიტი. "იუნაიტედმა" მოიგო, მაგრამ დე ხეას დებიუტი ედინ ჯეკოს ხელის ქვეშ გამძვრალმა გოლმა ჩაუმწარა.

14 აგვისტო. ვესტ ბრომვიჩი. "იუნაიტედმა" 2:1 მოიგო, მაგრამ შეინ ლონგის დარტყმული ესპანელს ისევ ტანქვეშ გაუძვრა.

28 აგვისტო. არსენალი. ამ შეხვედრაში დავიდმა ვან პერსის პენალტი აუღო, მაგრამ ტეო უოლკოტის დარტყმა ფეხებს შორის გაუშვა.

22 ნოემბერი. ბენფიკა. ცუდად მოგერიებულ ბურთს პაბლო აიმარმა დაამატა და შედეგად 2:2.

7 დეკემბერი. ბაზელი. დე ხეა მარკ შტრელერის პირველი გოლისას შეცდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" წააგო და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.

31 დეკემბერი. "იუნაიტედმა" 0:2 ჩამორჩენა გააბათილა, თუმცა დე ხეამ კუთხურის გათამაშებისას გრანტ ჰილს ბურთი აჩუქა. სტუმრებმა სენსაციურად იმარჯვეს - 3:2.

P.S. ამის შემდეგ დავიდ დე ხეას არც უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება