ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტურის შეჯამება: გრანდები "დანარჩენ სამყაროს" სამი გამარჯვების "მანძილზე" მოწყდნენ
ტურის შემდეგ გრანდები "დანარჩენ სამყაროს" სამი გამარჯვების "მანძილზე" მოწყდნენ - მეორეადგილოსანი "ბარსელონა" "ვალენსიას" უკვე 9 ქულით უსწრებს. ჰეთ თრიკი შეასრულა ლეო მესიმ, რასაც კრიშტიანო რონალდომ "მხოლოდ" დუბლით უპასუხა.

მესი VS რონი

ჩვენს "ტურნირში" ლეო მესი ისედაც უსწრებდა კრიშტიანო რონალდოს (11:10). ამ ტურში კი კითხვა არავის დაებადებოდა - არგენტინელმა ისევ აჯობა პორტუგალიელს და 2-ქულიანი სხვაობით დაწინაურდა.

ლიონელ მესიმ "მალაგასთან" 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 8-ჯერ დაარტყა, აქედან 6-ჯერ ზუსტად და სამჯერ შედეგიანად. ერთხელ მის წინააღმდეგ იუხეშეს.

კრიშტიანო რონალდომ "ბილბაოსთან" 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 6-ჯერ დაარტყა, აქედან ზუსტი მხოლოდ 2 იყო, მან გოლიც ორი გაიტანა, ოღონდ, ორივე პენალტის ნიშნულიდან. ორჯერ დაჯარიმდა (ყვითელი ბარათიც მიიღო), ერთხელ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ერთხელაც თამაშგარე მდგომარეობაში მოხვდა.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Goal.com. 3-4-3

მიგელ მოია (ხეტაფე, 2) - ადილ რამი (ვალენსია, 5), ივან რამისი (მალიორკა, 2), მიგელ ფლანიო (ოსასუნა, 1) - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, 4), ჟოან ვერდიუ (ესპანიოლი, 2), მესუთ იოზილი (რეალი, 3), მარსელო (რეალი, 3) - ლიონელ მესი (ბარსელონა, 7), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო, 4), ადრიან ლოპესი (ატლეტიკო, 1).

სიმბოლურში "ახლები" "ოსასუნას" მცველი მიგელ ფლანიო და "ატლეტიკოს" ფორვარდი ადრიან ლოპესი არიან. მესი უკვე მეშვიდედაა სიმბოლურში, კრიშტიანო რონალდო, დუბლის მიუხედავად, რჩეულებში ვერ მოხვდა. "რეალს" და "ბარსას" სიმბოლურში 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ.

ტურის გმირი

რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

კოლუმბიელმა ფორვარდმა "ანოეტაზე" სამი გოლი გაიტანა, ეს კი გმირობაზე მეტია. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფალკაო პრიმერა დივიზიონის ყველაზე ძვირი შენაძენია, მასში "ატლეტიკომ" "პორტუს" 40 მილიონი ევრო გადაუხადა. ფორვარდმა კლუბის გულშემატკივრებს სერხიო აგუეროს წასვლა არ აგრძნობინა - 16 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

ტურის ფრაზები

ჟოზე მოურინიო: "ამ სტადიონზე ზიდანისთვის უსტვენიათ, რონალდოსთვის უსტვენიათ, კრიშტიანო რონალდოსთვის უსტვენიათ და მე რატომ უნდა ვყოფილიყავი გამონაკლისი? მათ ამ სტვენას დიდებული თამაშით უპასუხეს, მეც შესაბამისად მოვიქცევი", - მას მერე, რაც "ბილბაოსთან" მატჩის ბოლო წუთებზე გულშემატკივრებმა უსტვინეს.

ხოსეპ გვარდიოლა: "ხაზი მოგებასა და წაგებას შორის ძალიან თხელია. ამაში დღევანდელი მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი", - "მალაგას" 4:1 განადგურების შემდეგ.

ხოსე მოლინა: "მოგებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით მორალური თვალსაზრისით", - "ვილიარეალის" ახალი თავკაცი "სპორტინგთან" 3:0 მოგების შემდეგ.

მარსელო ბიელსა: "შედეგი სამართლიანია, მაგრამ ის მახარებს, რომ 11X11-ზე "რეალთან" თანაბრად თამაში შეგვიძლია", - "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:4 მარცხის შემდეგ.

ხუან იგნასიო: "მართალია, აუტსაიდერს ვერ მოვუგეთ, მაგრამ, ვიმეორებ, თითოეულ შემატებულ ქულას მივესალმები", - "ლევანტეს" თავკაცი შინ "სარაგოსასთან" 0:0-ის შემდეგ.

ლიონელ მესი: "გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი გოლები", - მალაგაში ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "19 ტური გავიდა და არბიტრები ერთხელაც არ შემცდარან ჩვენს სასარგებლოდ", - "ოსასუნას" თავკაცი "ვალენსიასთან" ფრეს შემდეგ.

პეპე მელი: "სევილია" მოედანს ბედნიერი ტოვებდა", - "ბეტისის" მწვრთნელი სევილიური დერბის შემდეგ.

მარსელინო: "ჩვენ არ ვართ ბედნიერები ამ ყაიმით", - სტუმართა მწვრთნელის პასუხი პეპე მელს.

დიეგო სიმეონე: "გამარჯვება მუხლჩაუხრელი შრომის კარგი დაფასებაა", - "ატლეტიკოს" არგენტინელი თავკაცი "ანოეტაზე" 4:0 გამარჯვების შემდეგ.

ლუის გარსია: "მე ვხედავ ჩემი გუნდის კარგ დინამიკას", - "ხეტაფეს" თავკაცი სანტანდერში გამარჯვების შემდეგ.

ტურის მსხვერპლი

ამ ტურმა კიდევ ერთი მწვრთნელის თანამდებობა შეიწირა - "გრანადამ", რომელიც 19 ქულით (19 ტურიდან) მე-18 ადგილზეა. "ესპანიოლთან" 0:3 მარცხის შემდეგ ფაბრი გონსალესს კარზე მიუთითა და მის ნაცვლად აბელ რესინო მიიწვია.

ეს უკვე მე-7 ცვლილებაა წლევანდელ პრიმერაში. 2-ჯერ მწვრთნელი "მალიორკას" შეეცვალა (თუმცა მიგელ ანხელ ნადალი დროებითი თავკაცი იყო). 2012 წელს ეს პირველი სამწვრთნელო ცვლილებაა, წინა 31 დეკემბერს განხორციელდა, როცა "სარაგოსას" თავკაც ხავიერ აგირეს ასე "მიულოცეს" ახალი წლის დადგომა.

ტურის სტატისტიკა

28 გოლი ტურში (2,8 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 3 ფრედ დასრულდა და 4 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 44 ყვითელი და 3 წითელი ბარათი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა).

დუბლი - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)

ყველაზე მეტი მაყურებელი: 75 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 10 000 - "სიუტატ დე ვალენსია"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 23 - რეალი

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 12 - ბარსელონა

ყველაზე მეტი ჯარიმა: 24 - ატლეტიკო

ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ესპანიოლი, სევილია

ყველაზე მეტი თამაშგარე: 4 - ვალენსია, რასინგი, გრანადა

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 70% - ბარსელონა

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური

ესპანიოლი-გრანადა 3:0

საუკეთესო: ჟულიო სეზარი (გრანადა)

რასინგი-ხეტაფე 1:2

საუკეთესო: მიკუ (ხეტაფე)

რეალ სოსიედადი-ატლეტიკო 0:4

საუკეთესო: რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ბეტისი-სევილია 1:1

საუკეთესო: ეჩებერია ბენატი (ბეტისი)

ოსასუნა-ვალენსია 1:1

საუკეთესო: რობერტო სოლდადო (ვალენსია)

რაიო ვალეკანო-მალიორკა 0:1

საუკეთესო: ივან რამისი (მალიორკა)

მალაგა-ბარსელონა 1:4

საუკეთესო: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ლევანტე-სარაგოსა 0:0

საუკეთესო: აპონიო (სარაგოსა)

რეალი-ბილბაო 4:1

საუკეთესო: მესუთ იოზილი (რეალი)

ვილიარეალი-სპორტინგი 3:0

საუკეთესო: ბორხა ვალერო (ვილიარეალი)

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 19 16 1 2 67-18 49

2. ბარსელონა 19 13 5 1 59-12 44

3. ვალენსია 19 10 5 4 29-20 35

4. ლევანტე 19 9 4 6 25-22 31

5. ესპანიოლი 19 8 4 7 21-21 28

6. ოსასუნა 19 6 9 4 22-31 27

7. ბილბაო 19 6 8 5 27-23 26

8. ატლეტიკო 19 7 5 7 30-27 26

9. სევილია 19 6 8 5 20-20 26

10. მალაგა 19 7 4 8 22-28 25

11. ხეტაფე 19 6 6 7 20-25 24

12. ბეტისი 19 7 2 10 22-27 23

13. ვალეკანო 19 6 4 9 21-28 22

14. მალიორკა 19 5 7 7 17-24 22

15. სოსიედადი 19 5 6 8 17-27 21

16. რასინგი 19 4 8 7 15-23 20

17. ვილიარეალი 19 4 7 8 18-28 19

18. გრანადა 19 5 4 10 12-26 19

19. სპორტინგი 19 5 3 11 18-33 18

20. სარაგოსა 19 2 6 11 14-33 12

ბომბარდირები: 23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 7 - დავიდ ბარალი (სპორტინგი), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), ალექსის სანჩესი (ბარსელონა).

ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 9 - მესუთ იოზილი (რეალი); 8 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 7 - დანი ალვეში (ბარსელონა); 6 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ჩავი (ბარსელონა); 5 - არდა თურანი (ატლეტიკო), ქარიმ ბენზემა (რეალი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა).

ზამორას ტროფეი: 0,63 გოლი მატჩში - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,95 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,05 - ხავი ვარასი (სევილია); 1,16 - გუსტავო მუნუა (ლევანტე); 1,21 - გორკა ირაისოსი (ბილბაო), ტონიო მარტინესი (რასინგი).

მომდევნო ტური

28 იანვარი: ესპანიოლი-მალიორკა, რაიო ვალეკანო-ბილბაო, რეალი-სარაგოსა, ვილიარეალი-ბარსელონა.

29 იანვარი: ბეტისი-გრანადა, რეალ სოსიედადი-სპორტინგი, ლევანტე-ხეტაფე, რასინგი-ვალენსია, მალაგა-სევილია.

30 იანვარი: ოსასუნა-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა