ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
გუშინდელი დღის მთავარი მატჩი დეტროიტში გაიმართა, სადაც "სენტ ლუისი" ჩავიდა სათამაშოდ. ეს გუნდები კონფერენციის ლიდერობისთვის იბრძვიან, ამიტომაც შეხვედრას დიდი ინტერესით ელოდნენ. მაგრამ "ბულზმენებმა" პირველი პერიოდის მოგების შემდეგ, მომდევნო ორ პერიოდში დიდი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს მეტოქეს და 40 წუთში სამი უპასუხო გოლი გაუშვეს. "დეტროიტმა" გააგრძელა ფანტასტიკური სერია - ზედიზედ მე-17 საშინაო მატჩი მოიგო! თანაც, ეს სერია უახლოეს პერიოდში არ შეწყდება, რადგან ბებკოკის გუნდი ხუთმატჩიან გასვლით ტურნეში მიემგზავრება.

ამ მოგებით "დეტროიტმა" 67 ქულა დააგროვა და მთლიანად ლიგის ლიდერობა იგდო ხელთ.

დღის ფაქტები

- "ტორონტოს" მეკარემ იონას გუსტავსონმა "აილენდერსთან" 3:0 მოგების შემდეგ სეზონში მესამე "შათაუტი" მიითვალა. სამივე "მშრალი" მატჩი შვედმა იანვარში ჩაატარა. 1967-68 წლების სეზონის შემდეგ, "ტორონტოს" მეკარეებიდან მხოლოდ ედ ბელფურს ჰქონდა ერთ კალენდარულ თვეში სამი "შათაუტი". მან ეს ორჯერ გააკეთა: 2002 წლის ნოემბერსა და 2003 წლის დეკემბერში.

- "სენტ ლუისის" დამარცხების შემდეგ "დეტროიტის" გოლკიპერი ჯიმი ჰოვარდი პირველი მეკარე გახდა სეზონში, ვინც 30 მატჩის მოგება შეძლო. სხვათა შორის ჰოვარდმა შარშანაც პირველმა მიაღწია 30-მოგებიან ზღვარს, ოღონდ ეს ოთხი კვირით გვიან გააკეთა (20 თებერვალს).

1977-78 წლების სეზონის შემდეგ მხოლოდ ერთმა მეკარემ შეძლო ზედიზედ ორ სეზონში სხვებზე ადრე 30 მოგების გაფორმება. ეს არის "ნიუ ჯერსის" ლეგენდარული გოლკიპერი მარტინ ბროდო.

- ფანტასტიკური სერია აქვს "კაროლინას" მეკარე კემ უორდს. ის ზედიზედ ცხრა მატჩია ორზე მეტ გოლს არ უშვებს საკუთარ კარში (საშუალოდ - 1.54). ეს არის საკლუბო რეკორდის გამეორება, რომელიც ლეგენდარულ ლატვიელს არტურს ირბესა (1999) და კევინ უიკსს (2002) ეკუთვნით.

- "ნეშვილის" ფორვარდმა მაიკ ფიშერმა "კოლამბუსთან" მატჩში დუბლი შეასრულა. "პრედატორზმა" იანვარში 11-დან ცხრა მოიგო და ამ 11 მატჩში ფიშერმა 12 ქულა მიითვალა. თუმცა ამ ფორვარდს საკუთარ რეკორდამდე კიდევ სამი ქულა უკლია. 2008 წლის იანვარში მის ანგარიშზე 15 ქულა (14 მატჩში) იყო.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "პიტსბურგის" ფორვარდი ევგენი მალკინი დაასახელა. რუსმა თავდამსხმელმა ზედიზედ ოთხ მოგებულ შეხვედრაში შვიდი ქულა (5 გოლი+2 პასი) მიითვალა.

მეორე ვარსკვლავი გახდა "ფილადელფიას" მარცხენა ფრთა სკოტ ჰარტნელი, რომელმაც კვირა ექვსი გოლით დაასრულა. მესამე ვარსკვლავია "აილენდერსის" მეკარე ევგენი ნაბოკოვი. მან თავის გუნდს სამიდან სამ მატჩში მოაგებინა, საშუალოდ 0.65 გოლს უშვებდა და დარტყმების 97.8 პროცენტს იგერიებდა. ასევე მის ანგარიშზე იყო ერთი "შათაუტი".

ტორონტო-აილენდერსი 3:0

1:0, 0:0, 2:0

გოლები: 1:0 ლომბარდი-5 (გარდინერი-12, ფრენსონი-11), 2:0 კესელი-26 (ლუპული-32, გუნარსონი-13), 3:0 ლომბარდი-6 (კრები-8, გრაბოვსკი-13).

კაროლინა-ვინიპეგი 2:1

2:0, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 სკინერი-14 (გლისონი-13), 2:0 ბრენტი-6 (ე. სტიუარტი-6), 2:1 უელვუდი-9 (ენსტრიომი-15, ანტროპოვი-18).

დეტროიტი-სტ. ლუისი 3:1

0:1, 2:0, 1:0

გოლები: 0:1 ნიკოლი-2 (კრომბინი-1, პორტერი-1), 1:1 დაციუკი-14 (ლიდსტრიომი-17, ზეტერბერგი-26), 2:1 ფრანცენი-19 (ჯ. ერიქსონი-8, ბერტუცი-15), 3:1 კრონვალი-11 (ლიდსტრიომი-18, დაციუკი-39).

ნეშვილი-კოლამბუსი 4:1

1:0, 1:1, 2:0

გოლები: 1:0 ფიშერი-10 (ერატი-23), 1:1 ნეში-17 (ვერმეტი-14), 2:1 ფიშერი-11 (შ. უებერი-24, რ. სატერი-21), 3:1 ჰალიშჩუკი-11 (კ. სმიტი-18, ელისი-5), 4:1 ჰორნკვისტი-14 (რ. სატერი-22, ერატი-24).

ედმონტონი-სან ხოსე 2:1 (ბ)

0:0, 1:0, 0:1, 0:0

გოლები: 1:0 ებერლე-18 (პეტრი-10, სემ განიე-16), 1:1 კუტური-21 (დ. ბოიდი-24, ჯ. ტორნტონი-30).

ბულიტები გაიტანეს: სემ განიე (ედმონტონი), პაველსკი (სან ხოსე), ტ. ჰოლი (ედმონტონი).

ლოს ანჯელესი-ოტავა 4:1

1:0, 3:0, 0:1

გოლები: 1:0 უ. მიტჩელი-3 (კლიფორდი-6, ფრეზერი-2), 2:0 კლიფორდი-3 (ფრეზერი-3, დაუტი-18), 3:0 ჯ. ჯონსონი-8 (დაუტი-19, ჯასტინ უილიამსი-25), 4:0 ტ. ლუისი-2 (ბულიტი), 4:1 ალფრედსონი-16 (ე. კარლსონი-40, გონჩარი-24).

აღმოსავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. რეინჯერსი* 46 30 12 4 64

2. ბოსტონი* 46 31 13 2 64

3. ფლორიდა* 47 22 15 10 54

4. ფილადელფია 47 28 14 5 61

5. ოტავა 51 27 18 6 60

6. პიტსბურგი 48 27 17 4 58

7. ნიუ ჯერსი 47 26 19 2 54

8. ვაშინგტონი 47 25 19 3 53

9. ტორონტო 48 24 19 5 53

10. ვინიპეგი 49 22 21 6 50

11. მონრეალი 48 18 21 9 45

12. კაროლინა 51 18 24 9 45

13. ტამპა ბეი 47 20 23 4 44

14. აილენდერსი 47 19 22 6 44

15. ბაფალო 48 19 24 5 43

დასავლეთი

თ მ წ ოწ ქ

1. დეტროიტი* 49 33 15 1 67

2. ვანკუვერი* 48 29 15 4 62

3. სან ხოსე* 46 26 14 6 58

4. სტ. ლუისი 48 29 13 6 64

5. ჩიკაგო 49 29 14 6 64

6. ნეშვილი 49 29 16 4 62

7. ლოს ანჯელესი 50 24 16 10 58

8. კოლორადო 50 26 22 2 54

9. მინესოტა 48 23 18 7 53

10. კალგარი 49 23 20 6 52

11. დალასი 47 24 21 2 50

12. ფინიქსი 49 21 20 8 50

13. ანაჰაიმი 47 18 22 7 43

14. ედმონტონი 48 18 26 4 40

15. კოლამბუსი 48 13 29 6 32

* - დივიზიონის ლიდერი

ბომბარდირები

გოლი+პასი

ევგენი მალკინი (პიტ) 58 (26+32)

კლოდ ჟირუ (ფილ) 55 (18+37)

პაველ დაციუკი (დეტ) 53 (14+39)

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 52 (32+20)

მარიან ჰოსა (ჩიკ) 52 (20+32)

ჯოფრი ლუპული (ტორ) 52 (20+32)

ჰენრიკ სედინი (ვან) 52 (11+41)

ფილ კესელი (ტორ) 51 (26+25)

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 50 (27+23)

დანიელ სედინი (ვან) 50 (20+30)

ჯეისონ სპეცა (ოტა) 50 (20+30)

გოლები

სტივენ სტემკოსი (ტ-ბეი) 32

ჯონათან ტეუვზი (ჩიკ) 27

ფილ კესელი (ტორ) 26

ჯეიმს ნილი (პიტ) 26

ევგენი მალკინი (პიტ) 26

სკოტ ჰარტნელი (ფილ) 25

მარიან გაბორიკი (რეინ) 25

მილან მიხალეკი (ოტა) 23

პასები

ჰენრიკ სედინი (ვან) 41

ერიკ კარლსონი (ოტა) 40

პაველ დაციუკი (დეტ) 39

კლოდ ჟირუ (ფილ) 37

პი ეი პარენტო (აილ) 33

ევგენი მალკინი (პიტ) 32

მარიან ჰოსა (ჩიკ) 32

ჯოფრი ლუპული (ტორ) 32

ბრაიან კემპბელი (ფლო) 31

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა