გიბრალტარში საიუბილეო საჭადრაკო ფესტივალის პირველ ტურში ქართველთაგან მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა იყოჩაღა
გუშინ გიბრალტარში დაიწყო მოჭადრაკეთა მეათე - საიუბილეო საჭადრაკო ფესტივალი (საპრიზო ფონდი 150.000 ევრო), რომლის მთავარ ტურნირში 58 ქვეყნის 256 წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - 59 დიდოსტატი, თერთმეტი კი 2700-თა კლუბის წევრი. საქართველოს სპორტულ ღირსებას იცავენ ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები - გიბრალტარში მანდილოსანთა შარშანდელი შეჯიბრების გამარჯვებული ნანა ძაგნიძე, მეორეადგილოსანი სალომე მელია, ასევე, ლელა ჯავახიშვილი და ნინო ხურციძე.

პირველ ტურში ჩვენებურთაგან ყველაზე ძლიერი მეტოქე მელიას (2398) ხვდა - იგი შავი ფიგურებით ინგლისელ ნაიჯელ შორტს (2677) დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, სალომემ ბრიტანელს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და გათამაშების ცხრილში პირველი ნული ჩაიწერა.

ფესტივალის ორგზის გამარჯვებული ნანა ძაგნიძე (2535) თეთრი ფიგურებით ინდოელ სვამინათან სოუმიას ეთამაშებოდა. მართალია, აზიელი ქალებში დიდოსტატია, მაგრამ ქართველ მეტოქეს რეიტინგში, როგორც ვხედავთ, 255 პუნქტით ჩამორჩება, ამიტომ ძაგნიძე ვალდებულიც იყო, ეს პარტია მოეგო, ის კი ყაიმს დასჯერდა ისევე, როგორც ტიტულოვანი რუსი დიდოსტატი ნადეჟდა კოსინცევა (2537) უსახელო ჰენდრიკ ნაბატისთან (2281), ხოლო ნინო ხურციძე (2444) - ოლგა დოლგოვასთან (2200) პაექრობისას. ქართველთაგან გუშინ მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა (2454) იყოჩაღა - შავი ფიგურებით ივეს დუჰაიონი (2210) დაამარცხა.

ტურნირის ფავორიტთა პარტიები კი ასე დამთავრდა: პიოტრ სვიდლერი (2749)-იოვანკა ჰოუსკა (2414) 1:0, რობერტო მოლინა (2415)-შაჰრიარ მამედიაროვი (2747) 0:1, მაიკლ ადამსი (2724)-ნატალია ჟუკოვა (2426) 1:0, რობერტ ამოლა (2431)-ზოლტან ალმაში (2717) 0:1, ლე ქუანგ ლემი (2714)-ისამილ ქარიმი (2405) 1:0, ალექს ლოპესი (2414)-იუდით პოლგარი (2710) 0:1, ალექსეი შიროვი (2710)-პატრიკ ლირბერგი (2435) 0,5:0,5, მანუელ ბელონი (2422)-ვიქტორ ლაზნიჩკა (2704) 0:1, ემილ სუტოვსკი (2703)-გრეგ ჰენლი (2421) 0:1, კრიშნან სასიკირანი (2700)-გარი ქუილანი (2409) 1:0, ჰოუ იფანი (2605)-ემანუელ შიენდორფერი (2354) 1:0, ჰამფი კონერუ (2589)-იოჰან ჰენრიკსონი (2308) 1:0, პია კრამლდნგი (2491)-ანდრეუ დანი (2233) 1:0...

დღეს მე-2 ტურში ჯავახიშვილი დავიდ ჰოველს შეხვდება, ძაგნიძე - ტერი ჩაბმას, ხურციძე - ჰენდრიკ ნაბატის, ხოლო სალომე მელია კარლოს ვინასის დამარცხებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
ბატონო ვაჟა ნუ პროფესორობ,აცალე გოგონებს თამაში და შენი აზრები შენთვის შეინახე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა