ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ცვლილებები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში

ცვლილებები საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში

მსოფლიოს თასზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების რიგებში 60 კილოგრამში მეოთხე მონაწილე ვაჟა მარგველაშვილი იქნება
28-29 იანვარს გასამართ თბილისის მსოფლიოს თასზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრების რიგებში ცვლილებაა. 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილის გამოუსვლელობის გამო ერთი ვაკანტური ადგილი რომ იყო, უკვე ვწერდით, ახლა კი გაირკვა, რომ ამ წონაში ჩვენი მეოთხე მონაწილე ვაჟა მარგველაშვილი იქნება - მან საკონტროლო შეხვედრაში ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი დაამარცხა.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ცვლილებაა 81 კილოგრამშიც - პაატა ღვინიაშვილს მისივე მოგვარე ბექა ღვინიაშვილი შეცვლის. ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულისა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსან ბექა ღვინიაშვილის ჭიდაობაზე აზრები იმთავითვე გაიყო - მწვრთნელთა ნაწილი ემხრობოდა მის გამოსვლას ამ შეჯიბრებაზე, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ 16 წლის ბიჭისთვის ეს ჯერ ნაადრევია. საბოლოოდ ჭიდაობის მომხრეთა პოზიციამ გაიმარჯვა და "ტაისონა" 29 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში იასპარეზებს, პაატა ღვინიაშვილი კი 11-12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში გაემგზავრება მსოფლიოს თასზე მონაწილეობის მისაღებად.

აქვე შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილისა და ბექა ღვინიაშვილის გარდა, თბილისში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი, იოსებ ნიჟარაძე (სამივე - 60 კგ), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, დავით ასუმბანი, სანდრო იაკობაშვილი (ყველა - 66), ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი (სამივე - 81), დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზვიად ზვიადაური, ლაშა გურული, გიორგი ნოზაძე, ბეთქილ ნავერიანი (ოთხივე - 90), ირაკლი ქობლიანიძე, ონისე ბუღაძე, ბექა ბერძენიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

ცვლილებაა მონაწილე გუნდების სიაშიც, რომელსაც ირანი გამოაკლდა, მაგრამ საერთო ჩათვლაში მაინც მატებაა, რადგან დაგვემატნენ კვიპროსი, აზერბაიჯანი, ისრაელი და პუერტო რიკო. ამათგან განსაკუთრებით სასიამოვნო აზერბაიჯანის და ისრაელის შემომატებაა, რადგან მათ ძლიერი გუნდებიც ჰყავთ. ამდენად, უცხოელთა რაოდენობა უკვე 40 გუნდი გახდა, რომლებსაც ჩვენი ნაკრებიც ემატება, თუმცა დასანანია, რომ არ გვეწვევიან ისეთი ძლიერი გუნდები, როგორიცაა იაპონია, კორეა, ბრაზილია და კუბა.

თავად ტურნირს წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება უძღვის - მსაჯთა და მწვრთნელთა სემინარი, რომელსაც ვასილ სმოლინი უხელმძღვანელებს. იგი ორ დღეს - 26-27 იანვარს გაგრძელდება. პირველი ნაწილი თეორიულ მეცადინეობას დაეთმობა და სეოკ-ის ახალ ოფისში ჩატარდება. 27 იანვარი პრაქტიკული ვარჯიშის დღეა, რომელსაც ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს.

მისასალმებელია, რომ ტურნირს მაღალი დონის უცხოელ მსაჯთა გუნდი მოემსახურება. საზღვარგარეთიდან 17 არბიტრი ჩამოდის, რომელთაგანაც 15-ს უკვე მოპოვებული აქვს ლონდონის ოლიმპიადაზე მსაჯობის უფლება. თუმცა უჩინო და ხელწამოსაკრავი არც ის ორი გეგონოთ - მათ ამჯერად ვერ მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების განსჯის უფლება, თორემ წინა თამაშებში რამდენჯერმე უმსაჯიათ. ცხადია, მსაჯთა ეს კორპუსი მონაწილეობას მიიღებს სემინარშიც, რომელსაც ქართული მხარის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

ტურნირის პირველ დღეს 60, 66 და 73 კილოგრამების წარმომადგენლები იჭიდავებენ, დანარჩენები - მეორე დღეს. შეხვედრები ორივე შემთხვევაში დილის 11 საათზე დაიწყება, ფინალები - 17-ზე, თუმცა 28-ში მას წინ უსწრებს გახსნის საზეიმო ცერემონიალი. ორივე დღის წინასწარ შეხვედრებს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა" შემოგთავაზებთ, ფინალური ეტაპის რეპორტაჟები კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე წარიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tatia

წარმატებები!

• tatia

წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ძიუდოისტებს!!!!!!

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა