დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც მონაწილეობას ჩვენებურიც იღებს
გუშინ დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, ტურნირი 29 იანვრამდე გასტანს.

ბუნებრივია, ჩვენი ერთადერთი იმედი 22 წლის ელენე გედევანიშვილია. ეს ქართველისთვის მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. გაგაცნობთ მის ნაჩვენებ შედეგებს: 2006 -V ადგილი; 2007 -VIII; 2008 -VII; 2009 - XXV; 2010 - III; 2011 - VIII. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ელენე ორი წლის წინანდელი ისტორიული მიღწევის გამეორებას.

გუშინ შეფილდში ქალთა შორის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო, 23 მონაწილე 10 საგზურისთვის იბრძოდა. ბუნებრივია, ელენეს ძირითად ტურნირში ადგილი გარანტირებული აქვს. ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია კონტინენტის სამგზის ჩემპიონი, იტალიელი კაროლინა კოსტნერი, რომელმაც შარშან წინ მხოლოდ შვეიცარიელი სარა მაიერი გაუშვა. სარა მაიერმა სპორტს თავი დაანება. შარშან ბრინჯაოს მედალი ფინელმა კიირა კორპიმ მოიგო, შეფილდში მას ვიხილავთ. ფავორიტთა შორის არიან რუსები, ქსენია მაკაროვა და ალიონა ლეონოვა. ალბათ, არც მასპინძელი ჯენა მაკორკელი უნდა დაგვავიწყდეს და შვედი ვიქტორია ჰელგესონი.

ქალთა მოკლე პროგრამა 28 მონაწილით 27 იანვარს გაიმართება, თავისუფალი - მეორე დღეს. სამწუხაროდ, ვაჟთა შორის, აგრეთვე წყვილებში ქართველებს წარმომადგენლები არ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა