მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩვენმა მეტოქემ სამი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში ბელარუსთან მატჩით დაიწყებს. ჩვენი მეტოქე შეხვედრისთვის თადარიგს უკვე იჭერს და აშკარაა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ეს იქიდან ჩანს, რომ ბელარუსების მთავარი მწვრთნელი გიორგი კონდრატიევი თამაშით ჩვენი ყაიდის გუნდებთან სპარინგებს გეგმავს.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი სარაფიანმა გაზეთ "პრესბოლს" განუცხადა, რომ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე სამი ამხანაგური შეხვედრა დაიგეგმა: უკვე ცნობილი იყო, რომ 29 თებერვალს სლავები ანთალიაში მოლდოვას შეხვდებოდნენ. ახლა კი გადაწყდა, რომ 5 ივლისს მინსკში აზერბაიჯანს უმასპინძლებენ, 15 აგვისტოს კი ერევანში სომხებს ესტუმრებიან.

თავიდან ბელარუსებმა სომხებს საკმაოდ წინდაუხედავი, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელი წინადადებით მიმართეს - თებერვალში თურქეთში ვითამაშოთო - 29-ში მოლდოვას ხვდებიან და ზედიზედ კარგი სპარინგები მიეწყობოდა. მაგრამ სომხურ-თურქული დაპირისპირება გამორჩათ, რაზეც ჩვენი მეზობლების პასუხმა არ დააყოვნა, ნებისმიერ ადგილას ვითამაშოთ, თურქეთის გარდაო.

ასე რომ, ერევნული სპარინგი ბელარუსებისთვის საქართველოსთან მატჩამდე გენერალური რეპეტიცია იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა