ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი "მარბელას თასის" გათამაშებაში დღეს "სტრომსგოდსეტს" დაუპირისპირდება
ესპანურ შეკრებაზე მყოფ თბილისის "დინამოს" დღეს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ელოდება: ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი "მარბელას თასის" გათამაშებაში მონაწილეობს და ნორვეგიულ "სტრომსგოდსეტს" დაუპირისპირდება.

"დინამოს" მსგავსად, "სტრომსგოდსეტსაც" მარცხიანი სტარტი ჰქონდა "მარბელას თასზე" - უკრაინულ "დნიპროსთან" 1:4 დამარცხდა.

"სტრომსგოდსეტი" ნორვეგიის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია (1907 წელს არის დაარსებული) და რამდენიმე ტიტულითაც იწონებს თავს. კერძოდ, 1970 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხუთჯერ კი ნორვეგიის თასი მოიპოვა (უკანასკნელად - 2010 წელს). მოკლედ, ნორვეგიული "საზომით" საშუალო დონის გუნდია და ბოლო წლებია, ქვეყნის ჩემპიონატს ცხრილის "შუაგულში" ასრულებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი რონი დეილა გახლავთ - 36 წლის სპეციალისტი უკვე მეხუთუ სეზონია "სტრომსგოდსეტს" თავკაცობს და სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეძლო გუნდმა ნორვეგიის თასის მოგება. აღსანიშნავია, რომ ეს იყო "სტრომსგოდსეტისათვის" პირველი ტიტული უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

"დინამოს" დღევანდელი მეტოქე ნორვეგიაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდულ გუნდად მიიჩნევა - "სტრომსგოდსეტის" ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 20-21 წელია. წინა სეზონში "სტრომსგოდსეტში", ფაქტობრივად, მხოლოდ სამი ფეხბურთელი იყო ასაკოვანი: 33 წლის მცველი ალექსანდერ აასი, 32 წლის გამოცდილი ნახევარმცველი ოივინდ სტორფლორი (ადრე, ნორვეგიის ნაკრებსა და ამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბში "რუსენბორგში" თამაშობდა) და 33 წლის თავდამსხმელი პეტერ კოვაჩი.

აღსანიშნავია, რომ კოვაჩს სხვადასხვა დროს უთამაშია ფინეთის ("ლახტი", "ჰაკა"), ნორვეგიისა ("ტრომსო", "ვიკინგი", "ოდ გრენლანდი") და ბელგიის ("ლიერსი") გუნდებში, ხოლო მშობლიურ უნგრეთის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. კოვაჩი ტიპიური ცენტრფორვარდია და "დინამოს" მცველებს, ალბათ, დიდი ყურადღება მართებთ მეტოქის "სტანდარტულების" შესრულებისას - უნგრელი თავდამსხმელის სიმაღლე 1 მეტრი და 98 სანტიმეტრია!

კოვაჩის გარდა "სტრომგოდსეტში" მრავლად არიან სხვა ლეგიონერებიც - ადამ კვარასეი-ლარსენი, რაზაკ ნუჰუ (ორივე - განა), ალფრედ სანკოჰი (სიერა-ლეონე), ომარ ელაბდელაოუი (მაროკო) და სხვა.

"დნიპროსთან" მატჩში "სტრომსგოდსეტმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ლარს კრამერი - მუნირ ჰამუდი, ალექსანდერ აასი, ლარს საეტრა, რაზაკ ნუჰუ (46. კინი გრევაი) - ბეჰაიდინ სელინა - გუსტატ მენდონკა ვიკჰაიმი (46. მადს ვესტლი გუდერსენი), ოლე ამუნდ სვენი, პოლა კამარა (46. პეტერ კოვაჩი), ბარდ შალა (46. ადამა დიომანდე) - სტეფან იოჰანსენი (46. ჩოლ ტოკმაკ ნგუენი).

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ "დნიპროს" ესპანელმა თავკაცმა ხუანდე რამოსმა თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ივან შტრინიჩის, ნიკოლა კალინიჩის, რუსლან როტანის, ევგენი კონოპლიანკასა და სერგეი კრავჩენკოს გვერდით 19 წლის ევგენი ბოხაშვილმაც იასპარეზა. თუმცა, ეს ახალგაზრდა ფორვარდი უკრაინის მოქალაქეა.

P.S. "დინამოსა" და "სტრომსგოდსეტის" მატჩი, სავარაუდოდ, 21 საათსა და 30 წუთზე (ჩვენი დროით) დაიწყება. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ შეხვედრის დაწყების დრო შეიცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა