ყაზანის "რუბინის" 19 წლის ქართველი მცველის გვარი სინამდვილეში კვირკველიაა და არა - კვერკველია
ბოლო ერთი წელია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დიახ, კვირკველია და არა კვერკველია - თუმცა ამაზე ქვემოთ.

შარშან, იანვარში ყაზანის "რუბინმა" სანკტ-პეტერბურგის "ზენიტიდან" საბას კონტრაქტი გამოისყიდა. საკმაო ხანს "რუბინის" დუბლებში თამაშობდა, ზაფხულიდან კი 19 წლის ფეხბურთელი ძირითად გუნდში გამოჩნდა, ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა.

თუმცა ახალი წლის მერე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ახალგაზრდა ქართველი სხვა გუნდში გაანათხოვრონ.

"საბა "რუბინის" ხვალინდელი დღეა, მაღალია, მაგრამ ამის მიუხედავად, სწრაფია და ბურთთან არ წვალობს, პირველი პასიც ეხერხება და აქვს ყველაფერი, რაც ცენტრალურ მცველს მოეთხოვება. დიდი ხანია, დუბლების დონეს გასცდა, მას ახლა სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და შესაძლოა, დროებით სხვაგან გავუშვათ", - თქვა "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა.

საბას თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ.

- იყო ლაპარაკი, რომ იჯარით სხვა კლუბში გაგიშვებდნენ.

- ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა, თურქეთში კვლავ გუნდთან ერთად ვემზადები, საკონტროლო შეხვედრაც ჩავატარე და არსად მიშვებენ. მეც არ მაქვს წასვლის სურვილი.

- ამ ერთი წლის განმავლობაში დუბლების ფეხბურთელი მთელმა საქართველომ გაგიცნო, შენთვის ბევრი რამ შეიცვალა.

- მართლაც ბევრი რამ შეიცვალა, უპირველესად კი ის, რომ "რუბინმა" ბევრი რამ შემძინა. თუ გულით შრომობ და არ ზარმაცობ, ადრე თუ გვიან მიაღწევ იმას, რაც ძალიან გინდა. თუმცა, იმის თქმა, რომ უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშე ვარ, ჯერ ნაადრევია. ბევრი მაქვს სასწავლი და დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ბევრი მიკლია. წლები, შრომა და გამოცდილება ბევრს ნიშნავს.

- "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში თავიდანვე დამაჯერებლად ათამაშდი. ახალგაზრდა ფეხბურთელს ასეთი სიმშვიდე და თავდაჯერება საიდან?

- რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ეს ყველაფერი საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის დამსახურებაა. ამაზე არასოდეს მილაპარაკია. "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი რუსეთის თასზე "ურალთან" ჩავატარე. ტიტულოვანი მეტოქე არ იყო და არც მინერვიულია. მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით, სადაც "ტერეკს" შევხვდით და საგოლე კომბინაციაშიც ვმონაწილეობდი.

ყველაზე მთავარი შეხვედრა ამის შემდეგ მელოდა. ყურბან ბერდიევმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩშიც ძირითადში დამაყენა, თანაც კიევში, "დინამოს" წინააღმდეგ. რა ჩემი თქმა უნდა, კიევის "დინამო" დიდი გუნდია, თანაც იქ ანდრეი შევჩენკო თამაშობდა და წარმოგიდგენიათ, მატჩამდე რა დღეში ვიქნებოდი... ძალიან ვნერვიულობდი, ასეთი გუნდისა და შევჩენკო-მილევსკის წინაააღმდეგ ევროთასზე დებიუტი იოლი ნამდვილად არ იყო.

ამ ფიქრებში ვიყავი კიევის სასტუმროში, როდესაც ჰოლში ჩავედი. იქ ორი მამაო შევნიშნე და მათი ქართული ლაპარაკიც მომესმა. გამიხარდა, მივედი და გამოველაპარაკე. დამლოცეს და მითხრეს, ცოტა ხანი მოიცადე და პატრიარქიც ჩამოვაო. არ ვიცოდი, რომ ილია II კიევში რუსეთის პატრიარქს ხვდებოდა.

უწმინდესმა დამლოცა და ორი წუთი ველაპარაკე. ამ შეხვედრამ ჩემზე ისე იმოქმედა, ასე მეგონა, მეორედ დავიბადე. საოცარი რწმენა და თავდაჯერება ვიგრძენი. შთაბეჭდილებებით სავსე ვიყავი და ნერვიულობაც სადღაც გაქრა.

საბედნიეროდ, თამაში საჩვენოდ წარიმართა და კიეველებს მოვუგეთ. ჯერჯერობით ეს ამბავი ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემს კარიერაში.

- 19 წლის ბიჭისთვის ჩემპიონთა ლიგაში თამაში მართლაც ბევრს ნიშნავს.

- ვერ გამოვხატავ, ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენისას როგორი ემოციები დამეუფლა. ამ ყველაფერს ტელევიზორში სხვაგვარად აღვიქვამდი, მაგრამ მოედანზე რომ გავედი, სულ სხვა განცდა იყო.

- ორწლიანი ჩემპიონობის შემდეგ "რუბინმა" პოზიციები დათმო და საგაზაფხულო ეტაპს მეხუთე ადგილით იწყებს რა ხდება გუნდში?

- ეს ყველაფერი გადატვირთული კალენდრის ბრალია, ყოველ მესამე დღეს რუსეთის პრემიერლიგაში ან ევროთასზე ვთამაშობდით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დროებითი ჩავარდნაა და მალე მდგომარეობას გამოვასწორებთ. "რუბინი" ისეთი დონის გუნდია, ყოველთვის პირველობისთვის იბრძოლებს.

- "ლევსკისთან" საკონტროლო შეხვედრაში "რუბინმა" ანგარიში მერაბ ურიდიას გოლით გაათანაბრა. ვინ არის ეს ბიჭი?

- თურქეთში ძირითად გუნდთან ერთად დუბლშემადგენლობაც ვარჯიშობს და ბერდიევმა ურიდია იქიდან დაიმატა. ბევრი არ უთამაშია, მაგრამ შანსი მშვენივრად გამოიყენა და გაიტანა. რუსეთშია დაბადებული, რუსეთის მოქალაქეა, ქართული კარგად არც იცის, მეგრული უფრო ესმის, კარგი ადამიანი და პერსპექტიული თავდამსხმელია. თუ ასე გააგრძელებს, აუცილებლად დიდ ფეხბურთს ითამაშებს.

სხვათა შორის, "რუბინის" დუბლებშია ავთო ბრაჭულიც, ძალიან პერსპექტიული მცველი, რომელიც დუბლებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ნიჭიერი ბიჭია თავდამსხმელი მიხეილ გორელიშვილიც.

- ყაზანის "რუბინის" საიტთან ინტერვიუში თქვი, რომ დავით კვირკველია შენი მოგვარეა, მაგრამ ნათესავები არ ხართ. მოგვარეები როგორ ხართ, ის კვირკველიაა, შენ - კვერკველია?!

- მეც კვირკველია ვარ, მაგრამ მამაჩემმა შეცდომით კვერკველია ჩაწერა და ეს შეცდომა დღემდე შემოგვრჩა. მაგრამ ახლა გამოსწორებას ვაპირებ და ნამდვილ გვარს აღვიდგენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს