რაც არ უნდა კარგი წინა ხაზი გყავდეს, თუ დაცვა არ გივარგა, ტიტულს ვერ მოიგებ
რაც არ უნდა კარგი წინა ხაზი გყავდეს, თუ დაცვა არ გივარგა, ტიტულს ვერ მოიგებ. შეიძლება, მთლად ასეც არ იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ დიდწილად ასეა. გერმანიაში ყველაზე შედეგიანი თავდასხმა დღეს მიუნხენის "ბაიერნს" ჰყავს - რეკორდმაისტერმა 18 ტურში 44 გოლის გატანა მოახერხა.

საუკეთესო დაცვით კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიონხენგლადბახის "ბორუსია" გამოირჩევა - სწორედ ის "გლადბახი", რომლის საჯარიმოში შარშან "სულ ორპირი ქარი იყო" და რომელიც მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას სულ ბოლოს, ძლივსღა გადაურჩა. ის ფაქტი, რომ დღეს ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა გოლი სწორედ მიონხენგლადბახელებს აქვთ გაშვებული (12), უპირველესად მწვრთნელის დამსახურებაა - ლუსიენ ფავრის, რომელმაც გუნდი წინა სეზონის მიწურულს ჩაიბარა და ჯერ ელიტიდან გავარდნას გადაარჩინა, ახლა კი ჩემპიონობისთვის აბრძოლებს.

გასულ პარასკევს მიონხენგლადბახელებმა "ბაიერნი" რომ დაამარცხეს, ეს დიდი მოვლენა იყო, მაგრამ ბრწყინვალე გამარჯვება კვირის ორ თამაშში გასულმა გვიანმა გოლებმა კიდევ უფრო დაამშვენა: როცა ჰამბურგელმა პაულო გერერომ დორტმუნდის "ბორუსიას" 86-ე წუთზე პრესტიჟის გოლი შეუგდო, "გლადბახი" გახდა გუნდი, რომელსაც ბუნდესლიგაში საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს; და როცა "მალაგას" ფეხბურთელმა ხოსე რონდონმა "ბარსელონას" გაუტანა (85-ე წუთზე), მიონხენგლადბახელები ამ მხრივ სულაც ევროპის ტოპ-ქვეყნების ჩემპიონატებს შორის მასშტაბით გალიდერდნენ!

დღეისათვის, "გლადბახს" ზუსტად იმდენი გოლი აქვს გაშვებული, რამდენიც "ბარსას" და იტალიის ჩემპიონატის ლიდერ "იუვენტუსს" (12), სხვებს კი ჯობნის - ინგლისის ჩემპიონატის ლიდერ "მანჩესტერ სიტის" უკვე 18 გოლი გაუტანეს, საფრანგეთის გრანდ პსჟ-საც 18, ჰოლანდიურ "ალკმაარს" კი - 16.

ერთი წლის წინ, 2011 წლის 23 იანვარს "გლადბახს" ამ მხრივ სამარცხვინო შედეგი ჰქონდა - 50 გაშვებული გოლი და ბუნდესლიგაში აუტსაიდერი იყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს.

პარასკევს, "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა "გლადბახთან" 1:3-ის შემდეგ თქვა, ისინი თავს 10 კაცით იცავენ და, რა გასაკვირია, რომ გოლების გატანა ძალიან გაგვიჭირდაო. სინამდვილეში, "გლადბახი" "თავზეხელაღებულ კატენაჩოს" ნამდვილად არ თამაშობს და როცა საჭიროა, მშვენივრად უტევს ხოლმე, რაც ამ სეზონში რამდენიმე მატჩში გამოჩნდა, როცა ფავრის ბიჭებმა დიდი ანგარიშით მოიგეს. ზოგადად კი ფაქტია, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტმა უკანა ხაზის სტაბილურობაზე გააკეთა აქცენტი და შედეგიც მიიღო. "გლადბახის" სტრატეგია უმეტესად კონტრშეტევებია, რადგან ლუსიენს მარკო როისისა და პატრიკ ჰერმანის სახით ძალიან სწრაფი და მოაზროვნე შემტევი ნახევარმცველები ჰყავს.

"როგორც წესი, "ბაიერნი" ნებისმიერ გუნდს უპოვნის ხოლმე დაცვაში ხვრელებს, ჩვენთან კი ეს ვერ მოახერხეს," - ამბობს ფავრი და კითხვაზე, არის თუ არა თავად "გლადბახი" გრანდი, ასე პასუხობს: "დაცვაში მართლაც ტოპ-გუნდივით ვთამაშობთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა