ინგლისის ლიგის თასი. 1/2-ფინალი. განმეორებითი მატჩი
პირველ მატჩში ერთბურთიანი ჩამორჩენა მასპინძლებმა სტარტზევე გააბათილეს, როცა პირველი მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა ენტონი გარდნერმა მარჯვენა ფლანგიდან დონ კაუის ჩაწოდება ჩაჭრა და ხულიანო სპერონის კარი დალაშქრა.

"კარდიფის" ფეხბურთელებს ამ ფაქტმა ძალები შემატა. პირველი 15-20 წუთის განმავლობაში მათ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ. შემდეგ ზეწოლა ცოტათი შემცირდა, მაგრამ საერთო ჯამში უელსელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

ერთადერთი რაზეც "კრისტალ პალასს" ფიქრის დრო რჩებოდა, ეს თავდაცვა იყო. ტაიმის მიწურულს კენი მილერს ლონდონელთა კარის აღების 2 მშვენიერი შანსი შეექმნა. მან კარს ჯერ სანტიმეტრებით ააცილა, შემდეგ კი ძელს გაარტყა. არ შეცვლილა არაფერი შესვენების შემდეგაც. "კარდიფი" აქტიურად უტევდა და მომენტებს ქმნიდა.

სპერონიმ პიტერ უიტინჰემს საჯარიმო დარტყმა აუღო, პადი მაკარტიმ კი სტივენ მაკფეილის თავური კარის ხაზიდან გამოიტანა. არბიტრმა ჰოვარდ ვებმა 78-ე წუთზე ირლანდიელი მაკარტი (არაფერი შეგვშლია, მაკარტი ირლანდიელია) მილერის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მინდვრიდან მიაბრძანა.

რაზეც ლონდონელებმა იმით უპასუხეს, რომ ყრუ დაცვაზე გადავიდნენ და საქმის პენალტების სერიამდე მითრევა განიზრახეს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს, სტუმრებმა ეს მაინც მოახერხეს.

პენალტების სერია უელსელებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდის ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა კენი მილერმა კარს ააცილა, მაგრამ 120 წუთის განმავლობაში უსაქმოდ მდგარმა ტომ ჰიტონმა თანაგუნდელებს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა - ჯერმეინ ისტერსა და შონ სკანელის პენალტები აუღო.

"ქარლინგის თასის" ფინალში "კარდიფ სიტის" მეტოქე "ლივერპული"-"მანჩესტერ სიტის" წყვილის გამარჯვებული იქნება. სხვათა შორის, აღნიშნული სახელით თასი უკანასკნელად თამაშდება. 2012/13 წლების სეზონიდან ამ გათამაშებას სხვა გენერალური სპონსორი ეყოლება.

კარდიფ სიტი-კრისტალ პალასი 1:0 (0:1) პენ 3:1

კარდიფ სიტი: ჰიტონი, ბლეიკი (80. მაკნოტონი), ჯერარდი, ტერნერი, ტეილორი, მაკფეილი (83. კისი), უიტინგემი, გუნარსონი, კაუი (103. გესტედე), კონვეი, მილერი

კრისტალ პალასი: სპერონი, კლაინი, მაკარტი, გარდნერი, პარი, დიკგაჩოი, იედინაკი, ემბროუზი (79. მაშეინი), მარტინი (75. სკანელი), ზაჰა, მიურეი (83. ისტერი)

გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 გარდნერი (7) სკ-ში

გაძევება: მაკარტი (კრისტალ პალასი) 78

პენალტების სერია: მილერი 0:0 (ააცილა); ისტერი 0:0 (მეკარე); კონვეი 1:0; სკანელი (მეკარე), გესტურე 2:0; იედინაკი 2:1; უიტინგემი 3:1; პარი (ააცილა)

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 2:2 (პირველი მატჩი 1:0)

ლივერპული: რეინა, გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე, ადამი, ჯერარდი, დაუნინგი, ჰენდერსონი, ბელამი (88. კელი), კუიტი (90. კეროლი)

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, ლესკოტი, რიჩარდსი, საბალეტა, კოლაროვი, სავიჩი (46. აგუერო), ბერი, დე იონგი (78. ა. ჯონსონი), ნასრი, დ. სილვა, ჯეკო

გოლები: 0:1 დე იონგი (31), 1:1 ჯერარდი (40) პენ, 1:2 ჯეკო (67), 2:2 ბელამი (74)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა