"დეილი მეილმა" გაარკვია, რომ როდალიეგამ და მისმა აგენტმა "არსენალისა" და "ლივერპულის" წინადადებები მიიღეს
"უიგანის" 26 წლის კოლუმბიელმა თავდამსხმელმა უგო როდალიეგამ საბოლოო უარი უთხრა კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. ფიფას წესებით, ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე დამოუკიდებლად შეუძლია მოლაპარაკების წამოწყება სხვა კლუბთან, რითაც უგოს აგენტი უკვე სარგებლობს და ერთდროულად განიხილავს რამდენიმე შეთავაზებას.

მიუხედავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებისა, "უიგანის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი უარს ამბობს ფეხბურთელის იანვარში გაშვებაზე. შუა სეზონში "უიგანის" დატოვებაზე უარსაა თავად კოლუმბიელიც. პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი იანვარშივე მზად იყო როდალიეგაში 3.5 მილიონი ევრო გადაეხადა. 2009 წელს "უიგანს" მექსიკური "ნეკაქსადან" მისი შეძენა 4.5 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

"ჩემს ხელშეკრულებას ვადა მაისის ბოლოს ეწურება. იმედია, იქამდე გავარკვევ, სად გავაგრძელებ კარიერას. ახლა ერთადერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ამჟამინდელ კლუბში ნამდვილად არ დავრჩები. ჩემი აგენტი რამდენიმე საინტერესო გუნდის წინადადებას იხილავს, თუმცა "უიგანისადმი", პატივისცემის ნიშნად ჩემს გადაწყვეტილებას სეზონის ბოლომდე არ გავახმაურებ," – განუცხადა კოლუმბიურ რადიოსადგურ "კარაკოლს" ფეხბურთელმა.

ფეხბურთელის პოზიცია აღფრთოვანებას იმსახურებს, თუმცა მას დაავიწყდა, რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მასმედია, შეიძლება ითქვას, რომ ყოვლისშემძლეა. "დეილი მეილმა" გაარკვია, რომ როდალიეგამ და მისმა აგენტმა "არსენალისა" და "ლივერპულის" წინადადებები მიიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა