"მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტმა ხალდუნ ალ-მუბარაქმა არაბულ გამოცემა The National-ს ინტერვიუ მისცა

"მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტმა, ხალდუნ ალ-მუბარაქმა არაბულ გამოცემა The National-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კარლოს ტევესთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

აღმოჩნდა, რომ სკანდალის დაწყების შემდეგ ფეხბურთელმა 9.3 მილიონი ფუნტით იზარალა. გაუგებრობა 27 სექტემბერს მას მერე დაიწყო, რაც "ბაიერნთან" შეხვედრაში (2:0) ფეხბურთელმა უარი თქვა შეცვლაზე ეთამაშა. ამის გამო კლუბმა ის პირველად დააჯარიმა. რასაც მოგვიანებით კლუბთან შეუთანხმებლად კარლოსის არგენტინაში ვიზიტი მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება (!). ტევესი გარკვეული პერიოდი კლუბის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა.

ყოველივეს შემდეგ "ქალაქელებმა" ტევესს ხელფასისა და ბონუსების გადახდა შეუწყვიტეს. ალ მუბარაქის თქმით: "კარლოსს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 2.5 წლით აკავშირებს და სანამ მისით დაინტერესებული კლუბებისგან დამაკმაყოფილებელ წინადადებას არ მივიღებთ, არ გავყიდით".

გუშინ საღამოს გავრცელებული ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" შემდეგ მასთან მოლაპარაკებები "ინტერმაც" შეწყვიტა.

ვესტ ჰემს კალუს შეძენა უნდა

"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელის სემ ელერდაისის თქმით, რამდენიმე დღის წინ "რეინჯერსმა" ლონდონურ კლუბს ნიკიცა იელავიჩის ტრანსფერზე უარი უთხრა. მას მერე "ჩაქუჩებმა" "ჩელსიდან" სალომონ კალუს იჯარით გადაყვანა მოისურვეს. კლუბის შეცვლას დიდი ხანია აპირებს თავად ივუარელიც, მაგრამ მისით უფრო ამბიციური კლუბები არიან დაინტერესებულები და ეჭვია, რომ ჩემპიონშიპის თუნდაც ლიდერის წინადადება ნაკლებად მოხიბლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა