მოსკოვის ცსკა-ს 27 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი "ფლამენგოში" 10 მილიონად გადაბარგდა
ლაპარაკი, რომ მოსკოვის ცსკა-ს 27 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ვაგნერ ლავი არმიელების რიგებს დატოვებდა, ლამის 2 წლის განმავლობაში მიდიოდა. პრობლემა თავიდან ის იყო, რომ კლუბს ლიდერთან გამოთხოვება არ სურდა და ტრანსფერზე კატეგორიულ უარს ამბობდა. შემდეგ ის ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდა და ფეხბურთელი გაჯიქდა, კარიერის გაგრძელება მხოლოდ ბრაზილიაში მინდაო.

ორჯერ, 2009 (პალმეირასი) და 2010 (ფლამენგო) წლებში ის სამშობლოში იჯარითაც თამაშობდა. ამ ქვეყნის წარმომადგენელ კლუბებს კი 17 მილიონი ევრო ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად არ ჰქონდათ.

ამასობაში დრო გავიდა და ვაგნერის თამაშის ეფექტურობის კლებასთან ერთად მისმა ფასმაც დაიწია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 25 თამაშში 9 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა, რაც ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ცოტაა.

და აი, როგორც იქნა ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა თავს უშველა. "ფლამენგომ" ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ბრაზილიური წყაროების ცნობით, ვაგნერმა ახალ კლუბთან კონტრაქტის დეტალები ჯერ კიდევ სამშაბათს შეათანხმა. კონტრაქტზე ხელისმოწერა და გულშემატკივრების წინაშე მისი წარდგენა ამ დღეებში იგეგმება.

პირველი კომენტარი გააკეთა "ფლამენგოს" პრეზიდენტმა პატრისია ამორიმმა:

"ვაგნერთან კონტრაქტის გაფორმებას რა ხანია ვგეგმავდით. ჩვენთან თამაში ფეხბურთელსაც სურდა. ის "ფლამეგოს" ძალიან სჭირდება. ბედნიერები ვართ, რომ ვაგნერი უკვე ჩვენთან არის და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ragaca
კვირის ფრაზები??? :))
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა