"ბარსელონამ" მადრიდის "რეალთან" ფრედ - 2:2 ითამაშა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა
მადრიდის "რეალმა" კატალონიაში წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთის "ამოქაჩვა" კი მოახერხა, მაგრამ "ბარსელონას" გზიდან ჩამოცილებისთვის ძალა მაინც არ ეყო. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა მეოთხედფინალური "კლასიკოს" ორრაუნდიანი დაპირისპირება 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, მადრიდელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1:2 წააგეს, რაც მათ "კაპ ნოუზე" აუცილებლად გატანას აიძულებდა. მართლაც, ჟოზე მოურინიოს გუნდმა არცთუ ურიგოდ დაიწყო და კარგადაც უტევდა. გამოსარჩევი დაახლოებით 30 მეტრიდან მესუთ იოზილის დარტყმა იყო - ბურთი ხარიხას მოხვდა და იქიდან ასხლეტილმა ლამის გადაკვეთა კარის ხაზი.

მაგრამ, პირველ ტაიმში გატანა მხოლოდ მასპინძლებს ეწერათ. პედრო როდრიგესი, რომელმაც ტრავმირებული ანდრეს ინიესტა შეცვალა, იკერ კასილიასის კარი ლიონელ მესის პასით დალაშქრა, ტაიმის მიწურულს კი თავი დანიელ ალვეშმა გამოიდო, რომელმაც კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი სტუმართა კარის "ცხრიანში" "გაჭედა" - 2:0.

მოვლენათა ასეთი განვითარება ნებისმიერ გუნდს სულიერად გატეხავდა, ოღონდაც არა "რეალს" "კლასიკოში". მეორე ტაიმის შუაში იოზილმა კრიშტიანო რონალდო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. პორტუგალიელმა სისწრაფის ხარჯზე პინტოს აჯობა და ერთი ბურთი გაქვითა.

შემდეგ შეცვლაზე შემოსული ქარიმ ბენზემას ჯერი დადგა. ფრანგმა კარგად ისარგებლა "ბარსელონას" მცველების შეცდომით და მატჩის ანგარიშში წონასწორობა აღადგინა, თუმცა, არა ორრაუნდიან დაპირისპირებაში.

შედეგად, "ბარსელონამ", ორი მატჩის ჯამში, 4:3 გაიმარჯვა და თასის ნახევარფინალში "ვალენსია"-"ლევანტეს" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

shako
მოინდომაა ? მოინდომა კი არა ბურთი თავზე გადაახია ბარსას :) არ ვუარყოფ ბოლო წლებია ბარსა უფრო ძლიერია რეალზე, მაგრამ ეს თამაში რეალის იყო, ბარსა ძალიან ძლიერი გუნდია და მსაჯის დახმარება უბრალოდ არ უნდა სჭირდებოდეს.
dimitri
სტაატიის "ობიექტურობაში" გეთანხმებით და იმაშიც რომ გუშინ რეალმა მოინდომა სუფთად და შემტევად ეტამაშა, მაგრამ... ყოველთვის ეს მაგრამაა, რომ აკლდება რეალს ბარსას მოუგოს.. ვერაფრით ვხვდები, რატომ გამოხატავენ რეალის ფეხბურთელები და მწვრთნელიც ასეთ აგრესიას ბარსას ფეხბურთელების მიმართ?? მოდი ობიექტურად ვიმსჯელოთ და ვაღიაროთ რომ ბოლო 3-4 წლის მანძილზე ბარსელონა 2 ტავით მაღლა დგას რეალზე.. მე მაურინიოს ადგილზე საერთოდ უარს ვიტყოდბარსასთან თამაშზე:)) მოკლედ, რეალი ამ შემადგენლობით როგორც გუნდი დასახურია..
gio
arc realis pani var da arc barsasi,ubralod kelshi amovida am madridis panebis pretenziebi,xom xedavt sadac daichira barsam kvelgan ga**ma es reali,gamexardeba aci tu martla madridi moigebs,cota azri miecema el klasikos,megobari madridis pani mkavs da tvini maq gaburguli,exla amas uzavs barsas!da ase ra:D
kz
ერთხელ არ გაუმართლოს გამიგია, ორჯერ , მაგრამ ათჯერ? და პეპეს ანტიფეხბურთს რატო არცერთი არ აკრიტიკებთ...მესი ორჯერ გაექცა რეალს და ორივეჯერ ტანზე შემოახიეს..ფაქტია რეალმა მაგრად ითამაშა რონალდო და ბენზემა სერიოზულად გაბრაზებულები არიან....
shako
მესმის რომ სტატია არაა მაგრამ სათაური უკვე ბევრზე მეტყველებს. არ მეთანხმები ? პ.ს. რესპექთ, რომ ასეთი რეაქცია გქონდა კრიტიკაზე.
avtori
"რეალის" გულშემატკივართა აღშფოთება გასაგებია, კრიტიკა კი მისაღები, თუმცა ერთ პატარა შესწორებას შევიტან - ეს არ არის სტატია და არც მიმოხილვა, რომ მატჩის ყველა დეტალი განხილული და აღწერილი იყოს. ეს უბრალოდ, მშრალი ინფორმაციაა გუშინდელ თამაშზე. ყველა შემთხვევაში გმადლობთ, რომ სტუმრობთ ვებ-გვერდს. რაც შეეხება აღნიშნულ თამაშს, მატჩის ობიექტურ, ვრცელ და ამომწურავ მიმოხილვას უახლოეს მომავალში განვათავსებთ.
ilia
ოჰოჰოჰოჰო ეს რეალის ფანები რა დღეში ხართ,როგორ არ გინდათ რომ შეეგუოთ იმ რეალობას რომ დგეს ბარსა რეალზე დზააააააან ძლიერია.რამოსის გაგდებაზე მეც გეთანხმებით საეჭვო იყო,მაგრამ ისიც თქვით რომ ყოველ რეალი-ბარსას თამაშზე რეალის 2 თუ არა 1ფეხბურთელი მაინც გასაგდები ყავს,კარვალიო არ იყო გასაგდები მადრიდში მესი რომ მოცელა, პეპეზე ლაპარაკი ზედმეტია,არ უნდა მიეცათ დისკვალიფიკაცია?
Nikoloz
სტატიის ავტორს სცხვენოდეს წერა რომ შეულძლია, ასეთს ჟურნალისტს ვერ დავარქმევ... ალალი იყოს, ბასელონაზე, მის ასეთ გულშემატკივრებზე გუშინ 14 კაცით მოპოვებული ფრე :) შეირგეთ
ირაკლი
სირცხვილია ასეთი მიკერძოებული სტატია, მსაჯობაზე არაფერი? არჩათვლილ გლზე არაფერი? რამოსის გაძევებაზე არაფერი? კასილასის გაფრთხილებაზე არაფერი? კრიშტიანოს გაფრთხილებაზე არაფერი?
levani
ჯორნალისტს აშკარად ეტყობა რომ ბასა მოსწონს, არადა გისნ რეალმა ჩაუტარა, მაგრამ არ გაუმარტლა
levani
აშკარად ეტყობა ჟურნალისტს რო ბარსელონა მოსწონს, არადა გუსინ რეალმა დაახურა, მაგრამ...
shako
სტატიის ავტორმა საერთოდ უყურა თამაშს თუ ინტერნეტში ნახა ანგარიში. სირცხვილია
Temo
ისეთივე სასირცხვილო სტატიაა როგორიც ის ყვითელი ბარათი რაც რამოსს აჩვენეს გუშინ და ბარსას მოგება გაუნაღდეს. და საერთოდ ამოვიდა ყელში ეს კლასიკო მასიკო სადაც ერთი გუნდი იგებს მარტო, ლივერპული-სიტი იყო გუშინ რომელიც ბევრად ჯობდა რეალი ბარსას სანახაობრივად ლამაზი და დაძაბული. ახლა კიდევ უჩვენეთ რეალი ბარსა და ლივერპული იუნაიტედის დაპირისპირება ამ შაბათ კვირას ტექნიკური მიზეზების გამო გამოტოვეთ...
BESO-26
ძაან "ობიქტური" სტატიაა, ვერაფერს იტყვი :)
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის