მარტვილის "მერანს" ურეკული შეკრება ავდრის გამო ჩაეშალა და მალხაზ ჟვანიას გუნდი თბილისში ემზადება
უკვე ვწერდით, რომ ავდრის გამო "მერანს" ურეკული შეკრება ჩაეშალა და მალხაზ ჟვანიამ გუნდი თბილისში გამოამგზავრა.

მარტვილელები სასტუმრო "მესაზღვრეში" დაბინავდნენ, ვარჯიშებს კი ნაძალადევში, "ნორჩი დინამოს" აკადემიის, ყოფილი "შრომითი რეზერვების" ხელოვნურსაფრიან მოედანზე ატარებენ.

"მერანმა" სამი საკონტროლო მატჩიც დაგეგმა - ხვალ სამედიცინო ინსტიტუტთან მდებარე "ბენდელას" მოედანზე ცხინვალის "სპარტაკს" შეხვდება, 30 იანვარს კი 35-ე საფეხბურთო სკოლის "მარაკანაზე" ბოლნისის "სიონს" გაეჯიბრება. კიდევ ერთ შეხვედრას "მერანი" 3 თებერვალს გამართავს. მეტოქე მოგვიანებით დადგინდება.

შემადგენლობასთან დაკავშირებით მარტვილელებს განსაკუთრებული სიახლეები არ აქვთ. კვლავ ღიადაა გიორგი მეგრელაძის საკითხი, რომელიც უზბეკეთში ისინჯებოდა. მამის გარდაცვალებამ მის გეგმებში, შესაძლოა, სერიოზული კორექტივები შეიტანოს. ბუნებრივია, გამოცდილ ფორვარდს უახლოეს დღეებში ფეხბურთისთვის არ ეცლება და რამდენიმე დღის შემდეგღა შევიტყობთ, გადავა თუ არა იგი "მერანში".

სამაგიეროდ, ფაქტობრივად გადაწყდა მამუკა ტორონჯაძის ტრანსფერის საკითხი. ფარერებმოვლილმა თავდამსხმელმა სინჯებისას "მერანის" სამწვრთნელო შტაბზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.

კოტდივუარელი ფორვარდი მუნინი ტაპე კი, რომელსაც სამშობლოში ჩასვლა ოჯახური პრობლემების გამო მოუხდა, საქართველოში, ალბათ, აღარ დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა