"ბარსელონამ" გერმანიის ნაკრებისა და ბრემენის "ვერდერის" ახალგაზრდა გამთამაშებელ მესუთ იოზილს დაადგა თვალი. მესუთი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ გასაკვირი არაა, კატალონიური გიგანტის შეფები მისი ტრანსფერით რომ დაინტერესდნენ...

"ბარსელონამ" გერმანიის ნაკრებისა და ბრემენის "ვერდერის" ახალგაზრდა გამთამაშებელ მესუთ იოზილს დაადგა თვალი. მესუთი მსოფლიოს ჩემპიონატზე იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ გასაკვირი არაა, კატალონიური გიგანტის შეფები მისი ტრანსფერით რომ დაინტერესდნენ. ჩვენი ესპანელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, "ბარსელონა" მზადაა, "ვერდერს" ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართოს. ცნობილია, რომ იოზილის ოცნების გუნდი სწორედ "ბარსელონაა".

ესპანური გამოცემა "სპორტი" წერს, რომ კატალონიელებს მესუთთან კონტრაქტის გაფორმება ახლავე სურთ და ბრემენული კლუბის მოთაფლვას იმით აპირებენ, რომ ფეხბურთელს ერთი წლით იჯარით "ვერდერში" დატოვებენ და მხოლოდ გაისად გადაიბირებენ. ამას გარდა, "ბარსა" მზადაა, "ვერდერს" მცველი ენრიკე და ნახევარმცველი ალიაკსანდრ გლებიც ათხოვოს.

ფეხბურთელის აგენტი რეძა ფაძელი ამბობს, მესუთი ბავშვობიდან "ბარსელონას" გულშემატკივარია და კატალონიურ გრანდში თამაშზე ოცნებობს, მაგრამ ახლა მხოლოდ მუნდიალზე კონცენტრირებულიო. იოზილს "ვერდერთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და ბრემენული კლუბის შეფებმა მას ახალი კონტრაქტის გაფორმება ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე შესთავაზეს, რაზეც მესუთმა უარი თქვა. ცხადია, იმ იმედით, რომ მუნდიალზე თავს გამოიჩენდა და გრანდებს დააინტერესებდა. ასეც მოხდა და ახლა იოზილი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. თუკი "ვერდერი" მას წელს არ დათმობს, გაისად მესუთი ბრემენიდან სულაც უფასოდ წავა, რაც "ვერდერს", რა თქმა უნდა, არ აწყობს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ბარსელონასთან ერთად, მესუთ იოზილის შეძენა "მანჩესტერ სიტისაც" სურს.

გოტფრიდ ლენცი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე