ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ყველა ვარსკვლავის მატჩით" გამოწვეული პაუზის წინ რეგულარულ ჩემპიონატში ერთადერთი შეხვედრა გაიმართა და ის დიდი მოულოდნელობით აღინიშნა. ლიგის ლიდერს "დეტროიტ რედ უინგზს" მინი-არდადეგებზე წასვლა მაჟორულ ნოტაზე სურდა, მაგრამ სერიოზულად გაუფუჭდა ხასიათი.

რთული სათქმელია, რამ გამოიწვია "დეტროიტის" განადგურება, თუმცა ფაქტია, რომ "რედ უინგზი" ლეგენდარული მცველისა და კაპიტნის ნიკლას ლიდსტრიომის გარეშე თამაშობდა, რომელსაც უდროოდ შეეყარა გრიპის ვირუსი. შვედმა ვეტერანმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გამოტოვა რეგულარული ჩემპიონატის მატჩი.

მართალია, თამაში "დეტროიტის" აქტიურობით დაიწყო, მაგრამ "მონრეალმა" მოიგერია ზეწოლა და პირველ პერიოდში ოთხშაიბიან უპირატესობას მიაღწია. "რედ უინგზის" შეფობამ მეკარე ჰოვარდი კონკლინით შეცვალა, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა, რადგან მასპინძლებმა პირველი ორი დარტყმიდან ორი გოლი გაიტანეს და სხვაობა ექვს შაიბამდე ავიდა.

დასკვნით პერიოდში "დეტროიტმა" მაინც გაუტანა შაიბა კორი პრაისს. დუბლი გაიფორმა ირჟი ჰუდლერმა, თუმცა ეს ვერ დაეხმარა სტუმრებს თამაშში დაბრუნებაში. ბოლოსკენ "მონრეალმა" კიდევ ერთი შაიბა გაიტანა და კარგი განწყობით გაემგზავრა არდადეგებზე. თუმცა, "კანადიენსს" პლეი ოფის ზონამდე ჯერ რვა ქულა აშორებს.

მონრეალი-დეტროიტი 7:2

4:0, 2:0, 1:2

გოლები: 1:0 რ. ბურკი-15 (გომესი-7, დიასი-12), 2:0 ემელინი-1 (ა. კოსტიცინი-11), 3:0 დეშარნე-8 (ე. კოული-19), 4:0 პლეკანეცი-10 (რ. ბურკი-4, ტ. კაბერლე-20), 5:0 პასიორეტი-17 (დეშარნე-26, ე. კოული-20), 6:0 დეშარნე-9 (პასიორეტი-18, ტ. კაბერლე-21), 6:1 ჰუდლერი-14 (ჰელმი-9), 6:2 ჰუდლერი-15 (კომოდორი-2, კრონვალი-12), 7:2 ე. კოული-19 (ელერი-10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო