19 წლის ირაკლი მესხია და 17 წლის ირაკლი ღერყენაშვილი უკრაინულ გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვნენ
ახლახან ვწერდით, რომ კიევში მიმდინარე ოლეგ მაკაროვის სახელობის თასის გათამაშებაში კიევის "ობოლონის" დუბლშემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა: დავით იაშვილმა (რომელიც ადრე კიევის "დინამოში" ისინჯებოდა) და გერყენაშვილმა.

ვიცოდით, რომ იაშვილი ძირითად შემადგენლობაში ვარჯიშობს და დუბლებში გამოდის, "ობოლონის" დუბლებშია 19 წლის ირაკლი მესხიაც, მაგრამ გერყენაშვილის არც სახელი ვიცოდით და არც ის, საიდან მოხვდა უკრაინულ კლუბში და მანამდე სად თამაშობდა.

მის მიმართ ინტერესი იმანაც გაგვიჩინა, რომ "ობოლონმა" 25 დეკემბერს თურქულ შეკრებაზე მესხიასთან ერთად წაიყვანა.

სინამდვილეში ის არის არა გერყენაშვილი, არამედ ირაკლი ღერყენაშვილი, 1994 წელს დაბადებული ტანმაღალი (182 სმ) ნახევარმცველი. დანარჩენი მამამისმა, არჩილ ღერყენაშვილმა გვიამბო:

"ჩვენ თბილისელები ვართ. ირაკლი ფეხბურთის ანბანს "ნორჩ დინამოში" თემურ თვალჭრელიძესთან ეუფლებოდა. მერე თვალჭრელიძის გუნდი თბილისის "ლოკომოტივის" მეპატრონე ლექსო თოფურიამ თავისთან გადაიყვანა და ირაკლიც "ლოკომოტივში" გადავიდა.

ჭაბუკთა ლიგაში "ლოკომოტივის" იმ ბიჭებთან ერთად თამაშობდა, რომელთაც სპეციალისტები გამორჩეული ნიჭის თაობას უწოდებენ.

იყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი, ერთ-ერთ ტესტ-მატჩში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრაში გუნდის ფორმა დღემდე არ მოურგია.

2010 წლის სექტემბერში უკრაინაში წავიდა და კიევის "დინამოს" საფეხბურთო სკოლა "დუს 15"-ში ჩარიცხეს, რომელიც უკრაინულ გრანდს მომავალ თაობებს უზრდის.

სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ამ სკოლაში ვარჯიშობდა ჯანო ანანიძე და იქიდან მიიწვიეს მოსკოვის "სპარტაკში".

ამპლუით პლეიმეიკერი პირველივე ტურნირზე, კიევის ჩემპიონატში მოეწონათ სპეციალისტებს, განსაკუთრებით დნეპროპეტროვსკელი სელექციონერი აქტიურობდა და "დნიპროს" დუბლებში წაიყვანა. მაშინ ირაკლი 16 წლის იყო და დნეპროპეტროვსკელებთან ერთად 10 დღე ივარჯიშა, მაგრამ იურიდიული საკითხების მოუგვარებლობის გამო "დუს 15"-ში დაბრუნება მოუხდა.

2011 წლის სექტემბერში კიევის "ობოლონში" მიიწვიეს და მას შემდეგ დუბლების მოთამაშეა. ირაკლი თებერვლის ბოლოს 18 წლის ხდება და კიეველები პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ", - გვითხრა არჩილ ღერყენაშვილმა.

შევიტყვეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს სოსო ჭედიას ირაკლი მესხიას გასინჯვა სურდა, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობის გამო მისი ჩამოყვანა ვერ მოხერხდა. თუმცა ეს საკითხი ჯერაც აქტუალურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარიამი
მიხარია ამ ბავშვების წარმატებები :)))მალე უფრო მეტად გაგვახარონ :))) ირაკლი ღერკენაშვილია ისე :D
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა