"ფერარის" სარბოლო გუნდის ოფიციალურ საიტზე "სკუდერიას" პილოტმა ფელიპე მასამ თავისი ბლოგი განაახლა.

"ფერარის" სარბოლო გუნდის ოფიციალურ საიტზე "სკუდერიას" პილოტმა ფელიპე მასამ თავისი ბლოგი განაახლა. ფორმულა-1-ის ბრაზილიელმა პილოტმა მკითხველს ბელგიის გრან-პრიზე მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა და სამომავლო გეგმების შესახებ უამბო.

"ხანმოკლე არდადეგების შემდეგ ყოველთვის სასიამოვნოა საქმეში დაბრუნება, მით უმეტეს როცა ეს სპას ფანტასტიკურ ტრასაზე ხდება. უიქ-ენდი პოზიტიურად დაიწყო: თითქმის ყველა პილოტი შეიკრიბა წვეულებაზე, რომელიც ჩემი მეგობრის რუბენს ბარიკელოს ცხოვრების ღირსშესანიშნავ მოვლენას ეძღვნებოდა – რუბინიო მე-300 გრანპრისთვის ემზადებოდა. სიმართლე გითხრათ, ასეთ მაჩვენებელს ალბათ ვერასოდეს მივაღწევ – ეჭვი მაქვს, კარიერას მე-300 გრან-პრიმდე კარგა ხნით ადრე დავასრულებ. მაგრამ რუბენსის წარმატებამ მართლაც გამახარა.

საკუთრივ რბოლას რაც შეეხება, შემიძლია კმაყოფილება გამოვთქვა – სტარტი მეშვიდე პოზიციიდან ავიღე და ფინიშზე მეოთხე ვიყავი. მაგრამ პირადი ჩათვლისა და კონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლის გათვალისწინებით, ეს საკმარისი არაა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი ამინდიცაა, რომელიც რბოლისას არაერთხელ შეიცვალა, თუმცა ეს არაა ის შედეგი, რომელსაც ვუმიზნებდით. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვარ, არადა თითქმის მთელი ეტაპი მარტო ვიყავი – ლიდერებს ჩამოვრჩი და მდევრებიც ვერ მეწეოდნენ.

კვირას უნგრეთში ჩავალ და 2008 წლის ბოლიდის საჩვენებელ რბოლაში მივიღებ მონაწილეობას. იმდროინდელმა "ფერარიმ" განსაკუთრებული მოგონებები დამიტოვა. ახლა მარანელოში ვარ, სადაც მონცას გრან-პრისთვის ვემზადები. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა – ჩვენ ხომ საკუთარი ტიფოზების თვალწინ მოგვიწევს რბოლა. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, რადგან არცთუ წარმატებული ბელგიური ეტაპის შემდეგ ჩვენი მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. დარჩენილ ექვს რბოლაში ლიდერებთან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ. ეტაპებზე მოგებები, ან უკიდურეს შემთხვევაში, პოდიუმები გვჭირდება. მოკლედ, წინ რთული საქმე გველის", - წერს ფელიპე მასა, რომელიც ფორმულა-1-ის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში დღეისთვის მეექვსე ადგილზე იმყოფება, ხოლო მისი "ფერარი" ლიდერისგან 80-ქულიანი ჩამორჩენით, მხოლოდ მესამეა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე