ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბრანისლავ ივანოვიჩი - ლონდონის "ჩელსის" სამსახურში

ბრანისლავ ივანოვიჩი - ლონდონის "ჩელსის" სამსახურში

27 წლის სერბმა უნივერსალმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა
ბრანისლავ ივანოვიჩს იანვარში “ჩელსიში” ასპარეზობის მე-4 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდში მან ინგლისის ჩემპიონატიც მოიგო (2010) და ორჯერ ასოციაციის თასიც (2009 და 2010). 27 წლის სერბმა უნივერსალმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მასალას შემოკლებით გთავაზობთ.

“ჩელსიში” გადასვლა კარიერაში სერიოზული ნაბიჯი იყო წინ. პირველ ეტაპზე ჩემი ფიზიკური მომზადება არ იყო საკმარისი აქაური დატვირთვებისთვის, რის გამოც მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე. კლუბში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ დამხმარებოდნენ. პრობლემა ის იყო, რომ არ ვთამაშობდი. დიახ, რთული დრო იყო, მაგრამ მე ის გადავლახე და გავძლიერდი.

ადაპტაციაში ანდრეი შევჩენკო დამეხმარა. თავიდან ინგლისური არ ვიცოდი და საკუთარი ძალების რწმენას ის მინერგავდა. ანდრეისთან ერთად ბევრს ვმუშაობდი - მასწავლიდა, რა და როგორ მეკეთებინა და არამხოლოდ საფეხბურთო კუთხით. აქაური ცხოვრების წესს მიხსნიდა. ჩემს კარიერაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. ურთიერთობა ჩვენ დღემდე გვაქვს,” - ამბობს ფეხბურთელი.

ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრების შემდეგ, რა დროსაც ფეხბურთელი მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რათა ფორმა აღედგინა და ლუიშ ფელიპე სკოლარის გეგმების ნაწილი გამხდარიყო, ივანოვიჩს როგორც იქნა ეღირსა დებიუტი გუნდში. ეს 2008 წლის სექტემბერში “პორტსმუთთან” თასის შეხვედრაში მოხდა. ეს მატჩი მისთვის შემობრუნების წერტილად იქცა:

“იმედი, რომ ოდესმე შემადგენლობაში დამკვიდრებას მოვახერხებდი, ფაქტობრივად, გადაწურული მქონდა. იანვრიდან სექტემბარმდე სულ რამდენიმე შეხვედრაში ვითამაშე, ისიც ნაკრებში. ეს კი ტონუსში ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა. “პორტსმუთთან” შეხვედრა საჩუქარი აღმოჩნდა. სწორედ ამ მომენტისთვის ვმუშაობდი ამდენს”.

ივანოვიჩი მალე შეეჩვია ინგლისურ ფეხბურთს და “ჩელსის” დაცვის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად იქცა. კარვალიოსა და ალექსის ტრავმებმა მას შანსი მისცა ტერის გვერდით ეთამაშა. რამდენიმე ბრწყინვალე მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა “ჩელსის” გულშემატკივართა გულებშიც მოიპოვა ადგილი.

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2009 წელს “ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში (3:1) ორი გოლი გაიტანა.

ჟოზე ბოსინგვას ტრავმის შემდეგ ბრანისლავი მარჯვენა ფლანგზეც მოსინჯეს. ფეხბურთელი ამ შანსსაც ორი ხელით ჩაეჭიდა. 2009/10 წლების სეზონი “ჩელსიმ”, პირველად კლუბის ისტორიაში, ოქროს დუბლით დაასრულა. ბრწყინვალე სეზონი იმით დაგვირგვინდა, რომ ივანოვიჩი პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა:

“ეს იყო საუკეთესო სეზონი ჩემს კარიერაში. ჩვენ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას გვანიჭებდა, თავდაჯერებულები ვიყავით და რაც მთავარია, ძლიერი შემადგენლობა გვყავდა. დავიმსახურეთ პრემიერლიგის მოგებაც და ასოციაციის თასისაც. ეს დიდი მიღწევა იყო არამხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ მთლიანად კლუბისა და ყოველი ჩვენგანისთვის ცალცალკე. ვამაყობ ამით. პირადი მიღწევები კი ფეხბურთში მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ საკუთარი ძალების რწმენას გმატებს”.

ანდრე ვილაშ ბოაშის მოსვლამ ცვლილებები მოიტანა. მწვრთნელმა გუნდზე თავისებური ზემოქმედება მოახდინა. ივანოვიჩს ესმის, რომ სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა გვარწმუნებს, რომ გუნდი შეკრულია და სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის ისე ემზადება:

“ახალი სეზონი წინასგან განსხვავებულია, რადგან ახალი მთავარი მწვრთნელი გვყავს. ბევრი რამ შეიცვალა. სიახლეებთან ადაპტაცია ჯერ ვერ მოვახერხეთ. ზოგიერთი მატჩი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მაინც ბევრი ქულა დავკარგეთ - განსაკუთრებით სახლში. დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ”.

ცოტა ხნის წინ ივანოვიჩმა “ჩელსისთან” 5,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ახალი ხელშეკრულების დადება უმნიშვნელოვანესი იყო. ეს იყო იმ შრომის დაფასება, რაც მე გუნდში მოსვლის შემდეგ გავწიე. ყველაზე დიდი მოტივაცია ჯილდოებია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყოველ სეზონში რაღაც მოვიგო, თუმცა ვიცი, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. აქ მე ბედნიერი ვარ და ჩემი სურვილია, გუნდში მაქსიმალურად დიდხანს დავრჩე”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა