“ეშმაკებს” ჯერ “ემირიტსზე” მოგების ეიფორია არ განელებიათ, რომ უკვე მეორე უპრინციპულესი დაპირისპირება ელით - ამჯერად “ენფილზე” ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე

“ეშმაკებს” ჯერ “ემირიტსზე” მოგების ეიფორია არ განელებიათ, რომ უკვე მეორე უპრინციპულესი დაპირისპირება ელით - ამჯერად “ენფილზე” ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე. ალექს ფერგიუსონის გუნდს ამის მერე პრემიერლიგაში “სტოკთან”, “ჩელსისა” და ისევ “ლივერპულთან” მატჩები ელის.

უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ პერიოდს ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ იმასაც აცხადებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფრისთვის მზად არიან. აი, რა უთხრა ფეხბურთელმა “მანიუს” ოფიციალურ ვებგვერდს:

“წინ მძიმე შეხვედრები გველის, მაგრამ ფეხბურთი სწორედ ასეთი თამაშების გამო არსებობს. ისღა დაგვრჩენია, ყოველი მეტოქის გამოწვევა მივიღოთ და მოვემზადოთ, რათა საჭირო შედეგი მივიღოთ.

ფეხბურთელები სიამოვნებას იღებენ მიმდინარე სეზონით. მეჩვენება, რომ ახალი წლის შემდეგ ფორმის პიკში ვართ. ალბათ იმიტომ, რომ კონკრეტული ტიტულების მოგების პერსპექტივას ვხედავთ. კონცენტრაციის შესანარჩუნებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

სავარჯიშო პროცესი მშვენივრად მიმდინარეობს, რაც, ვფიქრობ, აუცილებლად დაგვეხმარება. წინ სულის შემძვრელი 3-4 კვირა გველის. იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ”.

“ლივერპულთან” მატჩი განსაკუთრებული მოვლენა იქნება პატრის ევრასთვის. მიზეზი ყველასთვის ცნობილია. შემოდგომაზე მასა და მერსისაიდელ ლუის სუარესს კონფლიქტი მოუვიდათ. მას მერე “ენფილდი” ფრანგი ფეხბურთელის დასახვედრად განსაკუთრებულად ემზადება, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ურუგვაელი დღემდე ვერ თამაშობს.

ბუნებრივია, ევრას ესმის, თუ რამხელა ზეწოლის გაძლება მოუწევს დღევანდელ შეხვედრაში. კარგად ესმოდა ეს ფერგიუსონსაც და კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე თქვა, ამ მიზეზით კაპიტანს “ენფილდის” მატჩისგან ვერ გავათავისუფლებო. მსგავსი პერსპექტივა შორს დაიჭირა თავად ფეხბურთელმაც.

“გუნდის კაპიტანი უნდა იყოს ის, ვინც რეგულარულად თამაშობს და არა ის, ვინც შემთხვევიდან შემთხვევამდე ჩნდება მინდორზე. პატრისი კარგი ადამიანია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ეს კი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევრა ძალიან მეგობრულია, აქვს იუმორის ნიჭი და ამასთან საკმაოდ მიზანმიმართულია. კაპიტნობა რიო ფერდინადსაც შეეძლო რეგულარულად რომ არ აწუხებდეს ჯანმრთელობის პრობლემები. ევრა არ არის ისეთი მოლაპარაკე, როგორიც რიო, მაგრამ გუნდზე მას არანაკლები გავლენა აქვს,” - აცხადებს სერ ალექსი.

დღევანდელი დაპირისპირებისთვის მონდომებით ემზადებიან ლივერპულლთა ბანაკშიც. ლიგის თასიდან “სიტის” გამოგდების შემდეგ დიდ გულზეა დირკ კუიტი, ვინც მეტოქეს ჰპირდება, რომ შემდეგი მსხვერპლი სწორედ “იუნაიტედი” იქნება და რომ მერსისაიდელები მზად არიან, “საბოლოოდ დამარხონ ფეხბურთი მანჩესტერში”.

“დამიჯერეთ, ბიჭები ბოლომდე მზად არიან მომავალი მატჩისთვის. დიდებული იქნება, “სიტის” მერე “იუნაიტედსაც” თუ გამოვაგდებთ. მანჩინის გუნდთან შეხვედრა გარკვეულწილად ძალების საზომად უნდა ავიღოთ და შემდგომი მატჩებიც ასეთივე მონდომებით ჩავატაროთ. თუკი ასე იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“სიტიმ” დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ისინი გზიდან მაინც ჩამოვიშორეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით. ანგარიში ორჯერ გავათანაბრეთ და ჩვენი მხრივ ის დავამტკიცეთ, რომ ძლიერი ხასიათი გვაქვს,” - აცხადებს ჰოლანდიელი ფეხბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა