29 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს სერბი და ესპანელი დაუპირისპირდებიან
გუშინ, ავსტრალიის ღია პირველობაზე ერთეულთა თანრიგში ერთადერთი მატჩი გაიმართა. შარშანდელი ფინალისტები ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მიურეი ფინალში გასასვლელად ებრძოდნენ ერთმანეთს.

ჯოკოვიჩმა უკეთ დაიწყო ფინალი და პირველმა შეასრულა პირველი ბრეიკი - ეს მეოთხე გეიმში მოხდა. მაგრამ შემდეგ მიურეიმ სერბის ორმაგი შეცდომითა და ლამაზი "ვინერსით" დაიბრუნა დაკარგული მოწოდება - 2:3. თუმცა ჯოკოვიჩმა შეძლო კონცენტრაციის მოკრება და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. პირველი სეტი 47 წუთი გაგრძელდა.

მეორე სეტში სასტარტო გეიმში ენდიმ რამდენიმე უნებლიე შეცდომა დაუშვა და ნოვაკს მატჩში მესამე ბრეიკის აღების საშუალება მისცა. პარტიის მსვლელობისას მიურეიმ შეძლო ტემპის აკრეფა და აქტიური მოქმედების წყალობით ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო - 4:2. მეშვიდე გეიმში ბრიტანელმა ლამაზ სტილში მოიგერია პირველი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ შემდეგ ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მალე ნოვაკმა საკუთარ მოწოდებაზე 41-დარტყმიანი გათამაშება მოიგო, მაგრამ მიურეი აგრძელებდა ბრძოლას და მეორე ცდიდან ბრეიკ-პოინტის გამოყენებით სერიოზული განაცხადი გააკეთა მეორე სეტის მოსაგებად - 5:3. ენდის ჩაწოდებაზე ნოვაკმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა - 3:6. სეტმა საათი და 5 წუთი გასტანა.

თითქმის საათნახევარი დასჭირდა მესამე პარტიაში საუკეთესოს გამოვლენას. პირველ ოთხ გეიმში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაცვალეს - 2:2. ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. 4:5-ზე მიურეიმ მოიგერია სერბის სამმაგი სეტბოლი, მე-11 გეიმში კი მატჩში მეექვსედ აიღო ჯოკოვიჩის მოწოდება. თუმცა უკვე შემდეგ გეიმში ნოვაკმა დაიბრუნა წაგებული მოწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. "შემოკლებულ გეიმში" მიურეი უფრო აქტიურად მოქმედებდა და სამმაგი სეტბოლი მეორე ცდიდად გამოიყენა - 7:6(4).

სულ რაღაც 25 წუთი გრძელდებოდა მეოთხე სეტი. ჯოკოვიჩმა თავიდანვე ორი ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც მიურეიმ ბრძოლა შეწყვიტა და ძალები მეხუთე სეტისთვის შეინახა - 1:6.

ამასობაში, ფინალის მსვლელობისას ცნობილმა ამერიკელმა სპეციალისტმა ბრედ გილბერტმა თავის "ტვიტერზე" დაწერა, რომ მიურეის ბოლო 10 ხუთსეტიანი მატჩიდან 9 ჰქონდა მოგებული.

გადამწყვეტ სეტში პირველი სამი ბრეიკ-პოინტი ჯოკოვიჩმა მიიღო - 1:2-ზე მიურეის მოწოდებისას. ბრიტანელმა გაუძლო სერბის შეტევებს და სიტუაცია გაათანაბრა. მაგრამ მეექვსე გეიმში ნოვაკმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და მეორე ცდიდან გაამყარა უპირატესობა - 4:2. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მიურეის დანებება არც უფიქრია. ბრიტანელმა სერბის მატჩზე ჩასაწოდებელი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო, სულ მალე კი ანგარიში გაათანაბრა - 5:5. მე-11 გეიმში ჯოკოვიჩს კრიტიკული მომენტი ჰქონდა, რადგან მიურეიმ რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მიიღო. სერბმა ამოცანას კარგად გაართვა თავი - საფრთხე მოიგერია და 6:5 დაწინაურდა. შემდეგ გეიმში ნოვაკმა ორმაგი მატჩბოლი მოიპოვა და პირველივე ცდიდან გაიფორმა ფინალის საგზური.

ხუთსეტიანი მატჩის საბოლოო ანგარიშია - 6:3, 3:6, 6:7(4), 6:1, 7:5 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. მატჩი ოთხი საათი და 46 წუთი გრძელდებოდა. სერბისა და ბრიტანელის დაპირისპირებაში ანგარიში გახდა 7:4 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

კვირას ნოვაკი რაფაელ ნადალთან მატჩში შეეცდება ტიტულის დაცვას. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ნადალმა ოთხ სეტში მოუგო ნახევარფინალი როჯერ ფედერერს. ამ მომენტისთვის რაფასა და ნოვაკის დაპირისპირებაში ანგარიშია - 16:13 ესპანელის სასარგებლოდ, მაგრამ გასულ სეზონში ჯოკოვიჩმა სხვადასხვა ტურნირის ფინალში ექვსიდან ექვსი მატჩი მოუგო ნადალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა