ზღვისპირელთა თავკაცი მიხეილ კობეშავიძე ჩემპიონატის მეორე წრისთვის გუნდის კონდიციების ამაღლებას საჭიროდ მიიჩნევს
მიმდინარე სუპერლიგაში რეგიონის სამი გუნდია, "რუსთავი", "ქუთაისი", "ბათუმი". მათგან უკეთეს სიტუაციაში ქუთათურები არიან, რუსთაველები და ბათუმელები კი ახალგაზრდული შემადგენლობებით ცდილობენ ღირსეულად წარმოჩენას. ქვემოქართლელებმა ახლახან მეფარე ჟულივეტ ტუჯანი დაიმატეს, ხოლო ზღვისპირელებმა - გიორგი რევაზაშვილი, რომელიც "მაქაბის" სკოლის აღზრდილია.

საქართველოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბათუმმა" პირველ წრეში "სამედიცინოსთან" დათმო. დასავლელთა რიგებში ძირითადად 6 კალათბურთელი დაიტვირთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმელებს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.

არადა, დასანანია, მდიდარი ტრადიციების ბათუმში ერთი კარგი გუნდი რომ არ არის. პერსპექტივა კი არსებობს - აჭარელთა შემადგენლობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ორი კალათბურთელია (ირაკლი მიქელაძე და ნიკა რამიშვილი), ახალგაზრდული ნაკრების ერთი წევრი - ლევან ელიაძე.

იმედი დავიტოვოთ, რომ რეგიონის ხელმძღვანელობა "ბათუმს" კიდევ უფრო მიხედავს, რათა გუნდმა სუპერლიგაში ღირსეულად წარმოაჩინოს აჭარის ღირსება. მანამდე მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძეს მოვუსმინოთ.

- სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ შემადგენლობაში რა ცვლილებები განხორციელდა?

- დაგვაკლდა ცენტრი მამუკა ბოლქვაძე. იგი პირადი მიზეზების გამო წავიდა, ასე ჩათვალა საჭიროდ.

- კარიერა ხომ არ დაასრულა?

- ვერ გეტყვით. არ მაქვს ინფორმაცია. ბოლქვაძის ადგილს გიოგი რევაზაშვილი დაიკავებს. თუმცა ახალწვეული ცენტრი არ არის, უნივერსალური კალათბურთელია, არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.

- თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ვანო მაისურაძეც გაკლდათ.

- იგი ჩვენთანაა, თუმცა ავადმყოფობის გამო თასისთვის თბილისში ვერ ჩამოვიყვანეთ.

- მოსამზადებელი ეტაპი სად გაიარეთ?

- ბათუმში, ჩვენს დარბაზში. კარგად მოვემზადეთ, გუნდი მეტ-ნაკლებად კარგ კონდიციებშია, თუმცა ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე კიდევ უნდა მოვუმატოთ.

- მიმდინარე სეზონში "ბათუმისგან" რას უნდა ველოდეთ?

- ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. მაქსიმალურად ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ. რა გამოგვივა, უშუალოდ ჩემპიონატი გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა