"ყინულის რაინდების" უფროსთა და 14-წლამდელთა გუნდები ზღვის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობენ
ბოლო ორი წელიწადია, თურქეთში ზამთრის სახეობების ბუმია. პრესის მეშვეობით ბევრი გვსმენია ამის შესახებ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ხუთშაბათს ერზრუმს ქართველ ჰოკეისტთა დელეგაცია ეწვია: "ყინულის რაინდების" უფროსთა და 14-წლამდელთა გუნდები გუშინ შავი ზღვის ლიგის გათამაშებაში ჩაებნენ.

350-ათასიანი ქალაქის შესასვლელშივე ჩვენი ყურადღება მიიპყრო 90 და 120-მეტრიანმა თანამედროვე ტრამპლინებმა. უფრო დიდი იყო გაოცება, ყინულის ჰოკეის სასახლე რომ ვიხილეთ მსოფლიოს სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო დარბაზით, რომელიც 5 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს. სასახლეს მეორე სტანდარტული საციგურაოც აქვს, გასახდელებს, საშხაპეებსა და სხვა კომფორტს ხომ ნუღარ იკითხავთ.

"სანამ ცოცხალი ვარ, ნეტავ, საქართველოში მსგავსი სასახლის ხილვა თუ მეღირსება?" - აღმოხდა ქართული ჰოკეის ერთ-ერთ პიონერს, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჰოკეისტთა გუნდ "პირველი მერცხლის" ჩამომყალიბებელ ნოდარ დონაძეს.

მასპინძლებისგან შევიტყვეთ, რომ ერზრუმში ბოლო 2 წლის განმავლობაში აშენდა ის ორი თანამედროვე საშეჯიბრო და ოთხი სავარჯიშო ტრამპლინი, ორ-ორმოედნიანი ყინულის ჰოკეისა და ფიგირული ციგურაობის სასახლეები, ქიორლინგის დარბაზი, აღუდგენიათ სათხილამურო ტრასები. წლეულს 19-26 თებერვალს ერზრუმი ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებში ზამთრის ორჭიდში (ტრამპლინიდან ხტომა+თხილამურებით რბოლა) მსოფლიოს პირველობას უმასპინძლებს, ხოლო მარტში აქ 18-წლამდელ ჰოკეისტთა მესამე დივიზიონის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება...

ვატყობ, შთაბეჭდილებების გაზიარება ერთობ გამიგრძელდა. ახლა იმ ტურნირის შესახებ, რომლისთვისაც "ყინულის რაინდები" ერზრუმში ჩამოვიდნენ: 27 იანვარს სტარტი აიღო შავი ზღვის ლიგის გათამაშებამ, რომლის პირველ ეტაპზე მხოლოდ ქართველები და თურქები იასპარეზებენ. მეორე ეტაპიდან შეჯიბრებას სომეხი ჰოკეისტებიც შემოუერთდებიან. მთავარი პრიზისთვის მეტოქეები თითოეულ ეტაპზე 3-3-ჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

"ყინულის რაინდები" ერზრუმში ასეთი შემადგენლობით ჩამოვიდნენ:

უფროსები - კახა ამბროლავა, გოჩა ჯეირანაშვილი (კაპ.), გია ოგანეზოვი, ამირან გეფერიძე, ვახტანგ გოგიჩაიშვილი, გიორგი ჯეირანაშვილი, გენადი კოსიცკი, პაატა კავკასიძე, მიხეილ დავითაშვილი, გიორგი გიგაური, მიხეილ ვედიაპინი, ბადრი ხორბალაძე, ანდრო თევზაძე, ანდრო შენგელია, მთავარი მწვრთნელი ირაკლი ნატროშვილი.

14-წლამდელები - ანრი ბარქაია, გიორგი ცაგარეიშვილი (კაპ.), თემურ ვედიაპინი, არტიომ მარტიროსიანი, დიმიტრი ბერიძე, ნიკოლოზ კასრაძე, საბა ნატროშვილი, ლევან ბუცხრიკიძე, ზურაბ ხაბელაშვილი, ზაზა ღონღაძე, გიორგი გობეჯიშვილი, მწვრთნელები - მიხეილ ვედიაპინი და ილია დავიდოვი.

ირაკლი ნატროშვილმა გვითხრა, რომ 14-წლამდელებისთვის შავი ზღვის ლიგა საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი იქნება. უფროსების გუნდის წევრთა უმრავლესობას კი ნათლობა 3-4 წლის წინათ დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ერევნის საერთაშორისო ტურნირებზე აქვთ მიღებული, თუმცა მას შემდეგ სტანდარტულ ყინულზე არც უვარჯიშიათ, შარშანდელი მაისიდან კი ყინულის მოედანი თვალითაც არ უნახავთ - კომბინაციებსა და კარში დარტყმებს პლასტიკატის სიმულატორზე ამუშავებდნენ.

ამგვარად მომზადებულ ქართულ გუნდს ყინულის ჩინებულ სასახლეში ნავარჯიშები და შეთამაშებული მასპინძლები დახვდნენ. საგულისხმოა ისიც, რომ ერზრუმელებს წელიწადია, ამერიკელი კეიტა მეძედებსი წრთვნის. გუნდი შარშან სამი უცხოელი მოთამაშით გაძლიერდა. ესენი არიან 23 წლის სლოვაკი ნიკოლას სტურმანკინი (იგი დუკლაში თამაშობდა) და ორი ამერიკელი - 26 წლის რაიან სტრაიერი და 24 წლის ბრაიან დუნფოდი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მასპინძლები ლიგის გათამაშებისთვის სერიოზულად მოემზადნენ და მთავარი პრიზის მოგებასაც გეგმავენ.

პირველი ტურის შეხვედრები. უფროსები.

ერზრუმი-"ყინულის რაინდები" 10-4

14-წლამდელები.

(ჩვენების მეტოქე არ გამოცხადდა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის