"ატლანტამ" "პისტონსი" დამატებით დროში - 107:101 დამაარცხა, ქართველმა ცენტრმა კი 16 ქულა მიითვალა
ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. აქამდე მისი საუკეთესო ქულობრივი მონაგარი 13 იყო, დღეს, გამთენიისას კი ქართველმა ცენტრმა დეტროიტში 16 ქულა მოაგროვა, მისმა "ატლანტამ" კი "პისტონსი" დამატებით დროში - 107:101 დამაარცხა.

ფაჩულია ხუთეულში იყო და მოედანზე მიმდინარე სეზონში პირადსარეკორდო 35 წუთი გაატარა. ქართველი ცენტრი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა დეტროიტელთა საჯარიმოში და 12 ცდიდან 8 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ააცილა. ზაზას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ანუ მან 9 მოხსნა მოაგროვა, რასაც თითო პასი და დაფარება მოაყოლა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.

მატჩის გმირი ჯო ჯონსონი გახდა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა, თუმცა ყველაზე საჭირო ამბები ძირითადი დროის ბოლო წამებში დაატრიალა. 3 ქულით მოლიდერე დეტროიტელებს ჯონსონმა სირენამდე 13 წამით ადრე ბურთი ჩაუჭრა, ხოლო ძირითადი დროის ამოწურვამდე 1,8 წამით ადრე კი სამქულიანით მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

იქ კი ფსიქოლოგიურად მომაგრებულმა ატლანტელებმა, რომლებიც მთელი შეხვედრის მანძილზე აგებდნენ და შეხვედრა სასწაულებრივად შემოატრიალეს, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მიმდინარე სეზონში ეს ატლანტელთა მე-13 გამარჯვებაა, პასივში კი "ქორებს" 6 მარცხი აქვთ. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ნიუ ორლეანში ზეგ გამთენიისას "ჰორნეთსთან" გამართავს.

gbf.ge

tornike
ისე რეკორდი 38 წუთი იყო "მილოუკთნ"
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა