მიკელ არტეტა ინგლისის ნაკრებში ვერასდროს ითამაშებს! ფაბიო კაპელო "ევერტონის" ესპანელ ნახევარმცველს საგანგებოდ შეხვდა და ჰკითხა...

მიკელ არტეტა ინგლისის ნაკრებში ვერასდროს ითამაშებს! ფაბიო კაპელო "ევერტონის" ესპანელ ნახევარმცველს საგანგებოდ შეხვდა და ჰკითხა, რა აზრისაა ის ინგლისელთა ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე - ბრიტანული კანონმდებლობით ფეხბურთელს ამ ქვეყნის პასპორტი უკვე ერგება - მაგრამ ვაგლახ, ფეხბურთში მთავარი ფიფას წესებია. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სჯა-ბაასში ჩართულ მხარეებს ფიფას კანონების მოშველიებით, განუმარტა, რომ ტყუილად ირჯებიან, რადგან არტეტას ინგლისის ნაკრებში გამოსვლის უფლება არასდროს ექნება.

ახლა უფრო დაწვრილებით: მიკელ არტეტას 1999 წელს ესპანეთის 16 და 17 წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. იმხანად ის ბრიტანეთის მოქალაქეც რომ ყოფილიყო, სხვა იქნებოდა, ახლა ინგლისის ნაკრებში გამოსვლის ნებას დართავდნენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, მაშინ ყმაწვილკაცს ბრიტანეთთან საერთოდ არაფერი აკავშირებდა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეს-მდივანმა თქვა:

"რამდენადაც ჩვენ ფიფას წესები წავიკითხეთ და თუ სწორად გავიგეთ, არტეტას ინგლისის ნაკრებში გამოსვლის შანსი არ აქვს".

ფიფას წესებში უწერია ნაკლებად ცნობილი პუნქტი ნომერი 18.1, სადაც გარკვევით არის აღნიშნული, რომ თუკი ფეხბურთელმა უკვე ითამაშა ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრებში - ნებისმიერ დონეზე და ნებისმიერ შეჯობრებაში - ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნის სახელით მოუნდა ასპარეზობა, ნებართვის მისაღებად უნდა წარადგინოს საბუთი, რომ მაშინ (პირველი ქვეყნის ნაკრებში გამოსვლის მომენტისთვის) მეორე ქვეყნის მოქალაქეც იყო.

28 წლის ფეხბურთელი სან სებასტიანში გახლავთ დაბადებული. გაიზარდა ესპანეთში, იქვე ისწავლა ფეხბურთის თამაში. სხვადასხვა დროს ის თამაშობდა "ბარსელონას" B გუნდში, "პარი სენ ჟერმენში", "რეინჯერსსა" და "რეალ სოსიედადში". 2005 წლიდან "ევერტონშია". აღსანიშნავია, რომ ბრიტანული პასპორტის აღებისა და ინგლისის ნაკრებში თამაშის იდეა თავიდან მას ეკუთვნოდა.

ილია ბაბუნაშვილი

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა