ინგლისის მეორე ლიგის კლუბმა "შრუსბერიმ" დღეს საღამოს, შეიძლება, ნახევარი მილიონი გირვანქა ჩაიჯიბოს. ამისთვის მხოლოდ ერთი რამ გახლავთ საჭირო...

ინგლისის მეორე ლიგის კლუბმა "შრუსბერიმ" დღეს საღამოს, შეიძლება, ნახევარი მილიონი გირვანქა ჩაიჯიბოს. ამისთვის მხოლოდ ერთი რამ გახლავთ საჭირო - ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ბულგარელების წინააღმდეგ მეკარე ჯო ჰარტი უნდა ათამაშოს. ჰარტი შრუსბერელია და ფეხბურთის თამაშიც მშობლიური ქალაქის გუნდში დაიწყო. მას 2003-06 წლებში "შრუსბერი თაუნის" შემადგენლობაში 58 თამაში აქვს ჩატარებული, შემდეგ კი, 2006-ის ზაფხულზე, "მანჩესტერ სიტიმ" იყიდა და... ძაღლის თავიც იქ დაიმარხა: ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ თუ ბიჭი, რომელიც შრუსბერელებმა ისტლენდელებს მიჰყიდეს იმდენად ნიჭიერი გამოდგებოდა, რომ ოდესმე ნაკრებში ითამაშებდა, "სიტი" ნახევარ მილიონს გადაიხდიდა.

დაახლოებით ამდაგვარი რამ ჩაწერეს იმ კონტრაქტშიც, რომელიც "მიდლსბროდან" იმავე "სიტიში" ადამ ჯონსონის გადასვლის დროს შედგა. უნდა მოგახსენოთ, რომ "ბორომ" გასულ მაისს პატიოსნად მიიღო მილიონი ფუნტი - ჯონსონი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამაშები, კაპელომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გამოიყენა. თუმცა, ჩვენ ჰარტს დავუბრუნდეთ:

"ვფიქრობ, მართალი ვარ, როცა ვამბობ, რომ - თუ კაპელო ბულგარეთთან მათამაშებს, "შრუსბერი" ნახევარ მილიონს მიიღებს. ბოლოს, ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და იმ დღეს შრუსბერელებს ეგონათ, რომ თანხას მიიღებდნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ თურმე ხელშეკრულებაში ოფიციალურ შეხვედრაზე ყოფილა ლაპარაკი. მერწმუნეთ, ისეთი გუნდისთვის როგორიც "შრუსბერი თაუნია" ნახევარი მილიონი ძალიან დიდი ფულია. დღეს იქ ჩემი დროიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელია დარჩენილი, სხვები ახლები არიან".

მაგრამ, არის კი იმის გარანტია, რომ ჰარტს ბულგარელების წინააღმდეგ ათამაშებენ? თავად ფეხბურთელის თქმით ასეთი გარანტია არ არსებობს. "ძალიან ვეჭვობ, რომ ვინმეს ჰქონეს ასეთი გარანტია. არავინ იცის ვის ათამაშებს მწვრთნელი. მხოლოდ ერთი-ორ კაცს შეუძლია მშვიდად თქვას, რომ ინგლისის ნაკრები მისი გუნდია. მე მათ რიცხვში ნამდვილად არ ვარ. ჩემზე მხოლოდ ერთი რამ არის დამოკიდებული - მონდომებით ვივარჯიშო და ვცადო კაპელოს თავი მოვაწონო. ჩვენ, ფეხბურთელები მაყურებლის წინაშე ვალში ვართ. დღეს ძალიან ემოციური თამაში იქნება, ხალხი მოუთმენლად ელის ცვენს გამარჯვებას, არადა ბულგარეთის ნაკრები ძლიერი გუნდია.

იმედი მაქვს, რომ მაყურებელი მხარს დაგვიჭერს და ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებას. ინგლისელ ერს მოგება სჭირდება".

შემდეგ ჰარტს "მანჩესტერ სიტის" ამბებზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, ისტლენდზე დიდი კონკურენციაა, ჰარტს არც მეტი არც ნაკლები ცნობილი ირლანდიელი მეკარე შეი გივენი ეცილება ძელებს შორის ადგილს. ინგლისელმა გოლკიპერმა თქვა:

"მე ძალიან მინდა თამაში. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ მაინტერესებს. რობერტო მანჩინის პირველ მეკარედ შეი რომ დაესახელებინა მე სხვა გუნდს მოვძებნიდი. გივენი დიდი მეკარეა, რომელსაც თავისი ოსტატობა წლობით აქვს დამტკიცებული და მე იძულებული ვარ ყოველ დღე დაძაბული ვიყო კარში ადგილი რომ არ დავკარგო. მე მას უდიდეს პატივს ვცემ არა მხოლოდ როგორც მეკარეს, არამედ როგორც ადამიანს და პროფესიონალს. მასთან ერთად მუშაობა ძალიან მსიამოვნებს".

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო