ჩემპიონატის ლიდერი "პარი სენ-ჟერმენი" იმ გუნდს ეწვია, რომელსაც მიმდინარე სეზონში შინ ათ შეხვედრაში წაგება არ ჰქონდა
ჩემპიონატის ლიდერი "პარი სენ-ჟერმენი" იმ გუნდს ეწვია, რომელსაც მიმდინარე სეზონში შინ ათ შეხვედრაში წაგება არ ჰქონდა. მასპინძელ გუნდს აფრიკის თასზე გამგზავრებული ფეხბურთელები აჰმედ და მაკონდა კანტარები, ასევე ომარ დაფი აკლდნენ.

თავის მხრივ სტუმრებს სიაკა ტიენე არ ჰყავდათ. ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო განაცხადში არ იყო ჟერემი მენეზიც. კარლო ანჩელოტის შეგირდები სტატისტიკას არ შეუშინდნენ და მეტოქეს პირველივე წუთებზე თავბრუ დაახვიეს. გოლის მომენტში დედაქალაქელებს ორმაგად გაუმართლათ - გამოცდილი ჯონათან ზებინა ტრავმის გამო მინდორს გარეთ იყო. მისი შემცვლელი ფარიდ ფერაჯი ჯერ სარბენ ბილიკებზე ხურდებოდა.

და რაც მთავარია, ნენეს ჩაწოდება მილან ბიშევაცს ფეხზე მოხვდა და მეკარისგან შორეულ ძელთან ამიტომ გავიდა. გამოცდილმა გოლკიპერმა სტივ ელანამ იმედგაცრუებისგან ხელებიღა გაშალა. ბუნებრივია, მრავლისმნახველი ზებინას ნაცვლად ფერაჯის გამოსვლამ არც შემდგომ შეუწყო ხელი ბრესტელთა თავდაჯერებულ ასპარეზობას. 24 წლის ფეხბურთელი ხომ არამხოლოდ მიმდინარე სეზონში, არამედ ზოგადად კარიერაში პირველად მონაწილეობდა ლიგა 1-ის შეხვედრაში და შესამჩნევადაც ნერვიულობდა. ამის მიუხედავად მასპინძლებმა ორიოდე ხიფათის მაგვარის შექმნა მაინც შეძლეს. თავის გამოჩენა შეეძლოთ მარიო ლიკასა და ალექსანდრ ალფონსს.

არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ მეორე ტაიმი საშინელი სანახავი იყო. პსჟ დაცვაში იმდენად მობილიზებული იყო, რომ მასპინძლებს მომენტების შესაქმნელად კლასი არ ჰყოფნიდათ. რაც შეეხება ფავორიტთა სახელგანთქმულ თავდასხმას, ხავიერ პასტორეს არყოფნაში "ლურჯ-წითლების" შემტევები დაბნეულები იყვნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მინიმალური ანგარიშით გამარჯვების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ჰოდა ყოველივედან გამომდინარე შედეგი ლოგიკური იყო. მეტი გოლი აღარ გასულა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური

ოსერი-ნანსი 1:3

გოლები: 0:1 მოლო (68), 0:2 ნიკულაე (69), 0:3 ნიკულაე (77), 1:3 ე. სისე (82)

ბრესტი-პარი სენ-ჟერმენი 0:1

გოლი: 0:1 ბიშევაცი (6)

ლორიანი-სოშო 1:1

გოლები: 1:0 რომაო (63), 1:1 ბაკამბუ (80)

ლიონი-დიჟონი 3:1

გოლები: 1:0 ბრიანი (8), 1:1 სანხარე (61), 2:1 გომისი (82), 3:1 ლაკაცეტე (90)

ნიცა-მონპელიე 0:1

გოლი: 0:1 ჟირუ (90)

ტულუზი-კანი 1:0

გოლი: 1:0 რივიერი (35)

ლილი-სტ. ეტიენი 3:0

გოლები: 1:0 აზარი (50) პენ, 2:0 რუ (86), 3:0 რუ (87)

ევიანი-ბორდო 0:0

ვალანსიენი-აიაჩო 1:2

გოლები: 0:1 ედუარდო (6), 1:1 აბუბაქარი (48), 1:2 კინკელა (90)

რენი-მარსელი 1:2

გოლები: 1:0 დუმბია (14), 1:1 აპამი (44) სკ-ში, 1:2 შეირუ (77)

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსჟ 21 14 4 3 35-18 46

2. მონპელიე 21 13 4 4 41-23 43

3. ლილი 21 10 9 2 36-21 39

4. ლიონი 21 12 2 7 34-23 38

5. მარსელი 21 10 7 4 31-19 37

6. რენი 21 10 5 6 32-25 35

7. ტულუზი 21 9 7 5 22-20 34

8. სტ. ეტიენი 21 9 6 6 24-24 33

9. ბორდო 21 6 9 6 22-23 27

10. ლორიანი 21 6 8 7 21-24 26

11. ბრესტი 21 4 12 5 20-20 24

12. ევიანი 21 5 8 8 28-32 23

13. ნანსი 21 5 7 9 22-29 22

14. დიჟონი 21 6 4 11 24-39 22

15. აიაჩო 21 5 6 10 24-38 21

16. ვალანსიენი 21 5 5 11 20-25 20

17. კანი 21 5 5 11 24-32 20

18. ოსერი 21 4 7 10 28-35 19

19. სოშო 21 4 7 10 22-36 19

20. ნიცა 21 4 6 11 21-25 18

ბომბარდირები: 15 - ოლივიე ჟირუ (მონპელიე), 9-9 - ნენე, კევინ გამეირო (ორივე პარი სენ-ჟერმენი), ლოიკ რემი (მარსელი), 8-8 დენის ოლიეჩი (ოსერი), ჟირეს ეკოკო (რენი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), ბრაის ჟოვიალი, ბენჟამინ კორნე (ორივე დიჟონი), ედენ აზარი (ლილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა