ლიხტენშტეინის ნაკრები არასოდეს გასულა არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ევროპულ პირველობაზე და, ალბათ, არც არასოდეს გავა...

ლიხტენშტეინის ნაკრები არასოდეს გასულა არც მსოფლიოს ჩემპიონატზე და არც ევროპულ პირველობაზე და, ალბათ, არც არასოდეს გავა. ნამცეცა ქვეყნისათვის ეს გარგანტუას ამოცანაა. ევრო 2012-ზე მოხვედრა შორეული ოცნებაა ლიხტენშტეინელთა მწვრთნელ ჰანს-პეტერ ცაუგისთვის და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან სასტარტო მატჩი მის ნაკრებს ამ ოცნებას იოტისოდენადაც არ მიიახლოვებს. იბერიელთა წინააღმდეგ შუაევროპელებმა 4 მატჩი გამართეს აქამდე და ოთხივე წააგეს.

მაგრამ ცაუგი ოპტიმისტია და ამ ოპტიმიზმს ის უეფას ოფიციალურ საიტსაც უზიარებს: "კარგია, რომ წარმატებას მოშიებული ბიჭები გვყავს ნაკრებში". მისი ვიზავი, 59 წლის ვისენტე დელ ბოსკე მხოლოდ ერთს მოითხოვს გუნდისგან - ლიხტენშტეინის ნაკრები სათანადო მეტოქედ ჩათვალონ და კონცენტრირებულნი გავიდნენ მოედანზე. "მსოფლიოს ჩემპიონობა მომავალი წარმატებების შემაფეხებელი კი არ უნდა გახდეს. ლიხტენშტეინი იოლად არაფერს დათმობს. ამაში ყველა დარწმუნდება მალე", - აცხადებს დელ ბოსკე.

ცაუგმა ნაკრებში ამჯერად არ გამოიძახა გუნდის რეგულარული წევრები: ტომას ბეკი, კრისტოფ ბაიდერმანი, ბენიამინ ფიშერი და ვოლფგანგ კიბერი. ავადმყოფობის გამო "ლა როხას" წინააღმდეგ თამაში არ მოუწევს შტეფან ბუხელს.

დელ ბოსკემ ამ თამაშისთვის არ დაუძახა ხავი მარტინესს და ხუან მატას, ისინი 21-წლამდელთა ნაკრებს დაეხმარნენ. ტრავმირებულები არიან რაულ ალბიოლი და კარლეს პუიოლი. ბოლო დღეებში ნაკრებს დაემატა "ოსასუნას" მარცხენა ფლანგელი ნაჩო მონრეალი. ტრავმიანი ვარჯიშობს ანდრეს ინიესტა, თუმცა ამბობენ, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი თამაშს მაინც შეძლებს. იოჰანესბურგის გმირი ვარჯიშზე ალვარო არბელოას შეეჯახა და დაშავდა. ფერნანდო ტორესი უმეტესწილად ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. დელ ბოსკეს ვარჯიშები ყველანაირად მიუთითებს, რომ სერხიო რამოსს ისევ მარჯვენა მცველად ათამაშებენ, ხოლო ცენტრში პიკეს მარჩენა შეუწყვილდება.

სავარაუდო შემადგენლობები

ლიხტენშტეინი (4-4-2): იელე - რიცბერგერი, დელია, ოირი, ებერლე - ბრუგმაიერი, პოლვერინო, რ. ბუხელი, რეხშტაინერი - ფრიკი, დ. ჰასლერი.

ესპანეთი (4-1-3-2): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, მარჩენა, კაპდევილა - ბუსკეტსი - ჩავი, ჩაბი ალონსო, სილვა - ლორენტე, ვილია.

ლელო

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა