გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ჩვენებურმაც, რომელმაც 19 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა
ვლადიმერ ბოისას "პანიონიოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატში სტუმრად ვოვას ყოფილ კლუბ "არისთან" ითამაშა. ევრობასკეტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში არაერთ ძახილის ნიშანს ვხვდებით: "გეორგიოს ბარძოკასის "პანიონიოსმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საბერძნეთში "პანათინაიკოსისა" და "ოლიმპიაკოსის" შემდეგ მესამე გუნდია! პირველ ტაიმში "არისთან" 16-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ ბარძოკასის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს, ერთ ეპიზოდში 21:4(!) გაიქცნენ და საფინალო სირენამაც მათი გამარჯვება დააფიქსირა - 69:63."

წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ვლადიმერ ბოისამ, რომელმაც 19 წუთში 4 ქულა (3/2 ორქულიანი), 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. "პანიონიოსის" რიგებში ბომბარდირობა უილიამ კეისმა იკისრა, 17 ქულა ჩააგდო. სათადარიგოებმა დიებლერმა და ბატისმა შესაბამისად 12 და 13 ქულა მოაგროვეს.

საიტ "ევრობასკეტის" კომპლიმენტის მიუხედავად ბოისას გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მაინც არ არის, ერთი მოგებით უსწრებს "კოლოსოსი", რომელმაც გუშინ მინიმალური სხვაობით სძლია "დრამასს" (83:82) და მესამე ადგილი შეინარჩუნა. პირველ-მეორე პოზიციებს "პანათინაიკოსი" და "ოლიმპიაკოსი" იყოფენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა