"გაგრა" ანთალიურ შეკრებაზე საკონტროლო მატჩში პოლონეთის ექსტრაკლასის ზაგლებიეს "გურნიკთან" 1:2 დამარცხდა
როგორც იქნა, ანთალიაში გამოიდარა და "გაგრას" ნორმალურად ვარჯიშის საშუალება მიეცა, შაბათს კი გუნდმა პირველი საკონტროლო მატჩი პოლონეთის ექსტრაკლასას ზაგლებიეს "გურნიკთან" გამართა.

გაგრა 1:2 გურნიკი

გოლები: 0:1 ზელინსკი (59), 1:1 ზვიადაძე (73), 1:2 ოლხოვსკი (81).

"გაგრა": ბეგაშვილი, ხუციძე, კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ჯგერენაია, სარდალიშვილი, ხოჯაშვილი, ზვიადაძე, ჯიშკარიანი, ჭკუასელი, კვანტალიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: ფალავანდიშვილი, ყურულაშვილი, ნადირაძე, სეთურიძე, ჯალიაშვილი, როსტიაშვილი.

შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაესწრო. ის თამაშებს შემთხვევით არ ესწრება, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რომელ გაგრელს აკვირდებოდა და რომელ ნაკრებში უპირებს გამოცდას - ეროვნულში თუ ახალგაზრდულში?

"გაგრამ" შეხვედრა 4-5-1 ტაქტიკური სქემით დაიწყო. გამოკვეთილი თავდამხმელი შალვა კვანტალიანი იყო. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის საწყისი 15-20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, რის შემდეგაც ჩვენი თასის მფლობელი გააქტურდა და რამდენიმე შეტევაც განახორციელა. "გურნიკის" მეკარემ ორჯერ მოიგერია სახიფათო დარტყმა. შემდეგ პოლონელებმაც შეუტიეს და ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, პირველად მეკარე გიორგი ბეგაშვილმა იმარჯვა, მეორედ კი ბურთი კარს მცირედით ასცდა.

თამაშს მეორე ნახევარშიც თანაბარი ეთქმოდა. 55-ე წუთზე ნიკა ჭკუასელის დარტყმა მეკარემ მოიგერია, 59-ეზე კი პოლონელებმა ანგარიში გახსნეს: მიხაელ ზელინსკიმ თავით "ცხრიანში" გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ "გაგრამ" შეუტია და ანგარიში მალე გაათანაბრა: გიორგი ზვიადაძემ დაახლოებით 22-მეტრიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეს ზუსტად "დაუმიზნა". შემდეგ მეტოქეებმა მომენტები გაცვალეს, მალე კი "გაგრამ" მეორედ გაუშვა - დასწრებაზე კარგად ითამაშა პაველ ოლხოვსკიმ.

მომდევნო შეხვედრას "გაგრა" დღეს გამართავს პავლოდარის "ირტიშთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა